დავით კირკიტაძის ადვოკატმა გურჯაანში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გზავნილი გააცნო.
"სამართლიანობისთვის ბრძოლაში, არც ერთი ნაბიჯით უკან - ეს არის მისი სიტყვები, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, დღეს წარედგინა დავითს ბრალი, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, რომელიც იმყოფებოდა ერთ-ერთ ავტობუსში. ეს არის ბრალდების შინაარსი და თითქოს, ამის გამო იგი უნდა იყოს დაპატიმრებული", - ამბობს ადვოკატი
ადვოკატის თქმით დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
"ბუნებრივია, დავით კირკიტაძე წაყენებულბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობაზე გადადის", - დასძენს ადვოკატი
კირკიტაძე ორი დღის წინ დააკავეს, 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში და მას ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.