ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ჟურნალისტს ელისო კილაძის შესახებ ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
"ახლა დამისქრინეს ჩემმა მეგობრებმა საოცრად ბინძური მასალა. სულ ვცდილობდი შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, მაგრამ ასე უკვე შეუძლებელია! ეს ბინძური, ქალის არამსგავსი, უკიდურესად მწვავედ შეეხო ჩემს ოჯახს, კერძოდ პატიმარ მამაჩემს! წერს რომ ინფორმაციები მოსდის გლდანის ციხიდან, არადა მამაჩემი რუსთავში ზის. ინფო, რომ აშკარად ტყუილია ფაქტია, მაგრამ ამ სიბინძურის გავრცელება ჩემს ემოციებზე თამაშს და ამით ჩემს განეიტრალებას ემსახურება!
გაინტერესებთ რას ვაპირებ მე? ყველამ იცით რომ პოსტოპერაციულ პერიოდში ვარ და ისედაც მსგავსი კამპანია ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, როგორც კი გამოვჯანმრთელდები აუცილებლად ვუჩივლებ ორღობის მეზღაპრეს - ელისო კილაძეს! მამას თავისი ცხოვრება აქვს. მომწონს თუ არა, მე ჩემი გზა მაქვს!!! შეეშვით მამაჩემსს!!! არგუმენტებით უპასუხეთ ჩემს კრიტიკას!", - წერს კუჭაშვილი.