20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: რაგბის მიმართ საქართველოს დამოკიდებულება

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: რაგბის მიმართ საქართველოს დამოკიდებულება

საქართველო რაგბში 20-წლამდელთა მე-10 მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. 12 საუკეთესო ეროვნულ ნაკრებს  შორის “Azzurin”-იცაა. ამ კავკასიური ქვეყნის მკვიდრთ   რაგბი ისევე გამჯდარი აქვთ სისხლში, როგორც მაორიელებს (ახალ ზელანდიელებს)- წერს იტალიური გამოცემაა  “Repubblica”.

თბილისი (საქართველო) - ფოლადისფერი ღრუბლები სტადიონს ფარავს,  ფოლადის სხეულები  შევარდნის ველზე ერთმანეთს ეჯახებიან,  ირგვლივ არსებული ნაცრისფერი გარემო საბჭოთა წარსულს აცოცხლებს, თუმცა მისი დავიწყება აქ ძალიან სურთ.

ასპარეზზე ნამდვილი გიგანტების შერკინებაა. ქართველი რაგბისტები ისეთივე მასიურები არიან, როგორიც კავკასიონის მთები, რომლებიც ქვეყანას ამშვენებს. სანამ პატარა რესპუბლიკა  მსოფლიო რაგბის  20-წლამდელთა ჩემპიონატის 12 ეროვნულ ნაკრებს მასპინძლობს, ლელოს მოთამაშეებს წინ ხანგრძლივი ტურნე ელით: კანადიდან არგენტინაში ამერიკის გავლით.  "რთულია, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება”- დარწმუნებულია მილტონ ჰეიგი.  ახალზელანდიელ მწვრთნელს, რომელიც 2011 წლიდან მხარში უდგას ქართველ რაგბისტებს, დიდი წვლილი მიუძღვის ქართველების  წარმატებებში, რაც 10 წლის წინ წარმოუდგენელიც კი იყო.

“ამ ახალგაზრდებს ეს ყველაფერი სისხლში აქვთ გამჯდარი ”-აღნიშნავს ჰეიგი , თან ცალი თვალით ბურთს უყურებს, ცალ ხელში კი სასტვენი უჭირავს. ”რაგბი ძალიან კარგად ერწყმის ქართველების მენტალიტეტსა და აღნაგობას. ფიზიკურად ისინი ისეთივე მასიურები არიან, როგორიც პასიფიკოს მოთამაშეები, ხოლო ფსიქოლოგიურად ბრძოლას ესწრაფვიან, ამისთვის საკმარისია მათ ისტორიას გადავხედოთ”.

მილტონ ჰეიგი, ახალი ზელანდიიდან, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელია 2011 წლიდან. მისი ხელმძღვანელობით, ლელომ ზედიზედ ექვსჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, 2011 იდან 2016 წლამდე ( ქართული რაგბის ფედერაციის ფოტო).

საქართველო არის ქვეყანა,  რომელმაც, თავისი ნაყოფიერი მიწებისა და  გეოპოლიტიკურად სტრატეგიული მდებარეობის გამო, წარსულში უამრავ შემოსევას გაუძლო. ეს არის ქვეყანა, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდებარეობს და ბოლო 200 წლის მანძილზე რუსეთთან მუდმივ კონფლიქტშია ჩართული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რაგბში საქართველო ხშირად გამარჯვებულია. ჰეიგი აღნიშნავს: “ როდესაც ჩამოვედი და ბიჭებთან მუშაობა დავიწყე, მათი თამაშის სტილი ერთგანზომილებიანი იყო, ანუ ძირითადად ძალა დომინირებდა. ამ წლების მანძილზე გამუდმებით გუნდის დახვეწაზე ვმუშაობდი. დღესდღეობით ეს ახალგაზრდები  ნამდვილად მზად არიან ბრძოლისთვის. ისინი მუდმივად გაუმჯობესებაზე არიან ორიენტირებულნი.“

ვიდრე ჰეიგი უძველესი ქართული ენის შესწავლით იყო დაკავებული, ბიჭები ფიზიკური ძალის თამაშის ტექნიკასთან მორგებას ცდილობდნენ.

ლელომ  ზედიზედ ევროპის  ექვსივე ჩემპიონატი მოიგო, ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი ექვს ეროვნულ  ჩემპიონატს შორის, სადაც იგი ექვსივე ეროვნების b კატეგორიაში მოხვდა. დღეს საქართველო დომინირებს tier 2-ის გუნდში, რუმინეთის გუნდთან ერთად, რომელმაც 2017 წელს, თითქმის მოგებულ მატჩში სულ მცირედით დაამარცხა საქართველო.

“ ჰეიგმა დაამყარა დისციპლინა, ჩაახშო აგრესია და გუნდი  განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანა.” ამბობს ალესტერ ვოტი, შოტლანდიელი ჟურნალისტი.

თუმცა, მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი, საჭიროა ფინანსები. ქვეყანაში, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და  საშუალო ხელფასი 400 დოლარს არ აღემატება, რა თქმა უნდა, თანხები არასოდეს იქნება  საკმარისი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს რაგბის ფედერაცია 15 მილიონით დააფინანსა.

საქართველოში ეს სპორტი ყველასია. რაგბი იმდენად პოპულარულია ქვეყანაში, რომ ახალგაზრდები თანდათან ფეხბურთს, რაგბს ამჯობინებენ, სპონსორები კი რიგში დგანან და სახელმწიფოც  ზრდის მხარდაჭერას. აქ რაგბს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ის უნივერსალურია.

ვოტი აღნიშნავს, რომ: “ ეს არის ხალხის სპორტი, ხალხისთვის. განსხვავებით დიდ ბრიტანეთისგან, სადაც იგი  უფრო ელიტის სფეროა. საქართველოში ყოველთვის თვალყურს ადევნებენ თითოეულ მატჩს. ქართველები კი ძალიან ამაყობენ ქართველობით.”

დადასტურდა, რომ ყველა მატჩის ბილეთი მანამდე გაიყიდა, სანამ ფეხბურთის თამაშები დაიწყებოდა.

ვეცადოთ ახალგაზრდებში თავიდანვე გავაღვივოთ რაგბის სიყვარული, რაც ნიშნავს, რომ  უნდა გავაუმჯობესოთ ნიადაგი, რადგან  სპორტის თითოეული  სახეობა ვითარდება, როგორც პირამიდა, სადაც მწვერვალს საუკეთესოები აღწევენ. მაგალითად, თუ  მისი ძალისა და სისწრაფის მიხედვით ვიმსჯელებთ, მამუკა გორგოძე (ლელოს ყოფილი კაპიტანი) ყოფილი კალათბურთელი, კიდევ უფრო წარმატებული იქნებოდა, ვიდრე დღესაა, მას რომ რაგბის თამაში 17 წლამდე დაეწყო.

სენდი ჰაგსი, ავსტრალიელი (რომელიც შემთხვევით მოხვდა თბილისში და აქედან წასვლაზე არც კი ფიქრობს, მან  დაარსა რაგბის ტური და მისი მეშვეობით კავკასიის პოპულარიზებას ახდენს) აღნიშნავს, რომ: “სპორტს ამ ქვეყანაში ისეთივე უძველესი ფესვები აქვს, როგორც კერძებსა და ღვინოს”.

ქართველებისთვის რაგბი სხვა არაფერია თუ არა ლელო წესებით. ლელო, რაგბის ქართული წინამორბედი, წარმართული წარმოშობისაა და დღესდღეობით კვლავ თამაშობენ სოფელ შუხუთში. წელიწადში ერთხელ, აღდგომის წინა დღეს, ქვეყნის აღმოსავლეთი და დასავლეთი ხვდება ერთმანეთს, სადაც თამაშობენ 18 კილოიანი ლელოს ბურთით. ერთადერთი წესი: წესები არ არსებობს.

ჰეიგი აქვე აღნიშნავს: “ ეს არის ორი გუნდის შერკინება, რომლებიც ერთ ბურთს იყოფენ. ლელო ძალიან ჰგავს რაგბის და ჩვენც ლელოები ვართ, რა თქმა უნდა.”

ლელო ტრადიციული თამაშია, რომელიც ძალიან ჰგავს რაგბს და რომელსაც საუკუნეების მანძილზე თამაშობენ საქართველოში. სწორედ აქედან წამოვიდა გუნდის სახელი “ლელო”. ( მარი ნიკურაძის ფოტო)

ლელო ნამდვილი შებრძოლებაა, რომელიც საკმაოდ განსხვავდება რაგბის მსუბუქი შეჯახებებისგან ან ამერიკული ფეხბურთისაგან. გზა  სოფელს ჰყოფს ორ ნაწილად. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა რაოდენობასა თუ მოთამაშეების ასაკზე. მათი მიზანია ბურთის მიტანა დანიშნულების ადგილზე, ვინც მოახერხებს ის მოიგებს.

ქართული რაგბი უდიდესი წარმატებით სარგებლობდა საბჭოთა კავშირში. მართალია1999 წელს ქართველი მორაგბეები დამარცხდნენ და ვერ შეძლეს მსოფლიო თასის აღება, 2003 წლიდან, ფრანგი კლოდ სორელის დახმარებით, მათ უამრავ  წარმატებას მიაღწიეს. გუნდის სიძლიერე კიდევ ერთხელ დადასტურდა 2015 წელს, როდესაც საქართველომ დაამარცხა ტონგა და ნამიბია, შედეგად კი,  მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.

“ამ თამაშებზე ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც ტიროდნენ, რამაც ჩემზეც იმოქმედა. All Black-ის დამარცხება უდიდესი გამოცდილებაა ყველა გუნდისათვის. ძალზედ ემოციური იყო ჩემთვის ასპარეზზე დგომა და როდესაც მამუკა აირჩიეს გუნდის საუკეთესო მოთამაშედ, მივხვდი, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად იქნებოდა”-იხსენებს ჰეიგი.

გორგოძე Dream Team-ის წევრი გახდა, როგორც საუკეთესო მოთამაშე. მას გორგოძილას ეძახიან და  სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა რაგბის ფედერაცია, როგორც  საუკეთესო და საყვარელმა მოთამაშემ, რომელმაც Mycaptain-ის სახელით სოციალური ქსელი მოიცვა.

“არავის არაფერი უჩუქებია ჩვენთვის, ვიბრძოლეთ და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის”- აცხადებს 33 წლის მამუკა გორგოძე.

გეგმაშია არა მარტო 2019 წლის მსოფლიო თასი, არამედ ექვსი ეროვნული მატჩი. შესაბამისად საქართველომ და რუმინეთმა შესაძლოა ისარგებლონ იტალიის რთული მომენტით და მოიპოვონ ადგილი რჩეულთა შორის. მსოფლიო ჩამონათვალში ლელო მეთორმეტე ადგილზეა, და იტალიასა და რუმინეთს უსწრებს წინ. არსებობს იმედი, რომ იტალია საქართველოს ადგილს დაუთმობს, ამის იმედი კერძოდ ინგლისის მწვრთნელს ბატონ ვუდვორდს აქვს ,რომელმაც  პლეი-ოფის ფორმულა შესთავაზა ბოლო და პირველ რჩეულებს. დღესდღეობით საქართველოს კარგი შედეგები აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე ექვსეულში შესვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ჰეიგი ცდილობს ეს შანსი არ დაკარგოს, როგორც 2000 წელს იტალიის გუნდმა, რომელმაც  მეხუთედან მეექსვე ეროვნულში გადასვლა მოახერხა.

” 90-იან წლებში იტალიამ მნიშვნელოვანი  გამარჯვება მოიპოვა და ფიქრობს, რომ შესაძლოა ისტორია კვლავ განმეორდეს.”-აღნიშნავს ვოტი.

ტურნირების ფორმულა საკმაოდ ძველია, ამიტომ დიდი შანსია სისტემა გახდეს ჩაკეტილი. ამ შემთხვევაში გეოგრაფიაც საქართველოს წინააღმდეგაა -  თბილისი არ მდებარეობს ევროპის შუაგულში“.

ჰეიგი  ოპტიმისტურად არის განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მწვრთნელობის ვადა 2019 წლამდე იწურება და მას არ ექნება შანსი თავისი გუნდი ექვსეულში იხილოს.

 “ ინტელექტისა და თავმდაბლობის კომბინაციაა საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე, როდის არის ცვლილებების დრო. 2019 წელს შემისრულდება 8 წელი, რაც იმას ნიშნავს ,რომ გუნდს ესაჭიროება სიახლე, ხოლო მე - ახალი სტიმული. მომავალში გადავინაცვლებ  ევროპულ გუნდში, სავარაუდოდ ფრანგულში, სადაც ითამაშებს ჯამში თოთხმეტი ეროვნული  მოთამაშე, ოცდათერთმეტიდან. “- აცხადებს ჰეიგი.

http://www.repubblica.it/sport/rugby/2017/06/06/news/mondiale_u-20_il_senso_della_georgia_per_il_rugby-167396934/?ref=search