ზაალ უდუმაშვილი:  თავად ნიკა გვარამია გააკეთებს განცხადებას

ზაალ უდუმაშვილი: თავად ნიკა გვარამია გააკეთებს განცხადებას

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის შენობა რამდენიმე წუთის წინ არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა დატოვა.

უდუმაშვილის განცხადებით, ის მუშაობას გააგრძელებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში.

რაც შეეხება არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, უდუმაშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად ნიკა გვარამია გააკეთებს.

”თვითონ ნიკა გვარამია გააკეთებს განცხადებას. მე ჯერჯერობით არ მიმიღია გადაწყვეტილება. ვრჩები „რუსთავი 2-ში“, - განაცხადა უდუმაშვილმა.