ინგლისში, ქალაქ ნიუკასლში მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს

ინგლისში, ქალაქ ნიუკასლში მძევლად აყვანილი პირები გაათავისუფლეს

ინგლისში, ქალაქ ნიუკასლში ცივი იარაღით შეიარაღებული პირის მიერ მძევლად აყვანილი ადამიანები გათავისუფლებული არიან. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება.

„ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ხოლო დანით შეიარაღებული პირი ერთადერთია, ვინც შენობაში დარჩა“, - ნათქვამია „ტვიტერში“ გავრცელებულ პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის მონაცემებით, აღნიშნული ინციდენტი ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.