ედიშერ ქარჩავა დეკანოზ გიორგი მამალაძის მის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას „არასერიოზულ სამართლებრივ საკითხად“ აფასებს

ედიშერ ქარჩავა დეკანოზ გიორგი მამალაძის მის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას „არასერიოზულ სამართლებრივ საკითხად“ აფასებს

საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას „არასერიოზულ სამართლებრივ საკითხად“ აფასებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ედიშერ ქარჩავამ განუცხადა, იგი სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებას დაელოდება და კომენტარს ამის მერე გააკეთებს.

„არასერიოზულ სამართლებრივ საკითხზე პასუხს ვერ გავცემ. დაველოდოთ სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებას“, - განაცხადა ქარჩავამ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს იურისტისგან 50 ათას ლარს და მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას მოითხოვს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს იურისტისგან 50 ათას ლარს და იმ განცხადებების უარყოფას ითხოვენ, რომელიც დაკავებული დეკანოზის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გააკეთა. ადვოკატებმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ შეიტანეს.