დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს იურისტისგან 50 ათას ლარს და მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას მოითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს იურისტისგან 50 ათას ლარს და მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას მოითხოვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საპატრიარქოს იურისტისგან 50 ათას ლარს და იმ განცხადებების უარყოფას ითხოვენ, რომელიც დაკავებული დეკანოზის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ გააკეთა.

ადვოკატებმა სარჩელი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ შეიტანეს.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ არავითარ ფულის გათეთრებას დეკანოზის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

„ეს იმიტომ არის აბსურდი და ცილისწამება, რომ პატრიარქი ინფორმირებული იყო ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელსაც მამა გიორგი მამალაძე დგამდა. ჩვენ მოვიძიეთ დოკუმენტი, სადაც პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობა დევს, რომლის საფუძველზეც გაფორმდა ხელშეკრულება. ამ მინდობილობით მამა გიორგი ეწეოდა იმ საქველმოქმედო მოქმედებებს, რომელსაც შესაბამისი ორგანიზაცია ახორციელებდა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და აქედან გამომდინარე, შეგვაქვს სარჩელი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ, პატივისა და ღირსების შელახვისთვის და ვითხოვთ 50 ათას ლარს და მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას“, - განაცხადა ადვოკატმა.