35 წელი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის და სასურველია უფრო ხანგრძლივი სამართლებრივი გამოცდილება

35 წელი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის და სასურველია უფრო ხანგრძლივი სამართლებრივი გამოცდილება

რეკომენდებულია, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დანიშვნა კვალიფიციური უმრავლესობით მოხდეს, - ამის შესახებ ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ წინასწარი დასკვნის პროექტში საუბრობს.

ამასთან, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ არჩევამდე პროცედურა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მაღალი პროფესიული დონე.

ვენეციის კომისია ყურადღებას მოსამართლის ასაკზეც ამახვილებს და მიიჩნევს, რომ

35 წელი „საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნისთვის და სასურველი იქნება უფრო ხანგრძლივი სამართლებრივი გამოცდილება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე (ჯამში 9 მოსამართლე) არჩეულ უნდა იქნას პარლამენტის წევრების უმრავლესობით. რეკომენდებულია, თუ კონსტიტუციის პროექტში გათვალისწინებული იქნება უფრო ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართვა დანიშვნის პროცედურაში. რეკომენდებულია, რომ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის დანიშვნა კვალიფიციური უმრავლესობით მოხდეს. არჩევამდე პროცედურა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მაღალი პროფესიული დონე.

კონსტიტუციის პროექტის მე-60 მუხლის მე-6 პუნქტში ნათქვამია, რომ „დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამის არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში დაუშვებელია“.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ამ დებულების მიზანია თავიდან იქნას აცილებული საკონსტიტუციო სასამართლოს შეუფერებელი ჩარევა პოლიტიკურ პროცესში.

როგორი ლეგიტიმური არ უნდა იყოს საარჩევნო პროცესის მანიპულირების თავიდან აცილების მიზანი, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც საკონსტიტუციო ორგანო, ნდობით უნდა იყოს აღჭურვილი თავისი როლი ითამაშოს. საარჩევნო კანონის სტაბილურობის დაცვის საჭიროებამ შეიძლება გაამართლოს იმის გამორიცხვა, რომ ამგვარი განჩინებები მიღებულია წინასაარჩევნო პერიოდში. მაგრამ არანაირი წესები სრულად არ უნდა იყოს გათავისუფლებული კონსტიტუციურობის კონტროლისგან. თუ ეს დებულება შენარჩუნდება, საჭირო იქნება მისი შეცვლა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შესძლებს იმ კანონმდებლობის გადასინჯვას, რომელიც მიღებული იყო მხოლოდ 12-თვიან ვადამდე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნებამდე 60 დღით ადრე გამოცემული ნორმატიული აქტების კონტროლის გამორიცხვა უნდა გადაიხედოს.

კონსტიტუციის პროექტის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტში ნათქვამია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან“. ეს საკმაოდ ახალგაზრდა ასაკია ამგვარი მნიშვნელოვანი თანამდებობისთვის. სასურველი იქნება უფრო ხანგრძლივი სამართლებრივი გამოცდილება“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის პროექტში.