რას აპირებ, შალვა?

რას აპირებ, შალვა?

შალვა ნათელაშვილი ქართული პოლიტიკიდან, შესაძლოა, წავიდეს. მიმდინარე კვირას პირველი ლეიბორისტის ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი არ გამართულა, ლეიბორისტების მთავარი დამრტყმელი ძალები პასუხისგან თავს იკავებენ. მხოლოდ ლეილა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ 1996 წელს ჩამოყალიბებული ლეიბორისტული პარტიის გარეშე ქართული პოლიტიკა წარმოუდგენელია.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება შალვა ნათელაშვილმა და რეალურად რა ხდება ლეიბორისტების კულუარებში, ამის შესახებ Presage.tv-ს პარტიის ერთ-ერთი წევრი ესაუბრა. თუმცა, აღნიშნული პიროვნება ინტერვიუზე მისი ვინაობის გამხელის გარეშე დაგვთანხმდა. 

რეალურად მიდის შალვა ნათელაშვილი ქართული პოლიტიკიდან?

- სერიოზულად არ მივიჩნევ, რომ შალვა ადგეს და კარზე ბოქლომი ჩამოკიდოს. „ლეიბორისტული პარტია“, როგორც მემარცხენე ძალა, უნდა არსებობდეს. ეს აუცილებელია, რადგან მათ გარეშე მემარჯვენეები დაიწყებენ მემარცხენეობაზე საუბარს და ეს დაემსგავსება სიტუაციას, როდესაც უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ. სწორი არაა, როცა მემარჯვენეები მემარცხენე იდეებით გამოსვლას იწყებენ. ამდენად, ამ ნიშის დაკარგვა ყოვლად შეუძლებელია. არსებობს პრორუსული, პროამერიკული, ნეიტრალური ძალები. დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანს როგორც ერთის, ასევე, მეორის არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეს. ნიშა, რომელიც 18 თუ 20 წელიწადია შალვა ნათელაშვილს უჭირავს, მოსაცილებელი რომ ყოფილიყო, აქამდე მოაცილებდნენ. რასაკვირველია, ამას სერიოზულად არ მივიჩნევ, რომ შალვამ ბოქლომი დაადოს პარტიის ოფისს.

თავად მისთვის არ იქნება კარგი?

- მისთვის არ იქნება კარგი, რადგან თავად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდება.

დეპრესიას გულისხმობთ?

- არა, მის წინააღმდეგ წამოსულ დარტმებს. მას თავს დაესხმებიან. ასე არ არის, პოლიტიკიდან წახვიდე, ბოლოს და ბოლოს, ამხელა პარტიაა.

ხელისუფლება დაესხმება თავს თუ მისივე გარემოცვა?

- თავისი ხალხი დაესხმება თავს. გარდა ამისა, ხელისუფლებაც დაესხმება, ივანიშვილიც და სხვებიც. იგი საზოგადოების სამიზნე აღმოჩნდება. უნდა თუ არა, საზოგადოებას მაინც სჭირდება ასეთი ძალა.

ამ გადასახედიდან ლეიბორისტების მისია რა იყოამდენი ხნის მანძილზე ისინი მოდიოდნენ პოლიტიკაშიიკავებდნენ ცალკეულ თანამდებობებსშემდეგ სხვებს გადაულოცავდნენშალვა ნათელაშვილს ხშირად შეახსენებენრომ მან თავის დროზე საკრებულოს თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილს დაუთმოამდენადრა იყო ლეიბორისტების რეალური მისიარადგან საზოგადოებაში ასეთი აზრიცაარომ ლეიბორისტები ყოველთვის ხელისუფლების თამაშს თამაშობდნენ?

- როგორ გითხრათ, არის ნებაყოფლობითი თამაში, არის უნებლიე თამაში.

და არის იძულებითი თამაშიც.

- დიახ. ან ხდება ისე, როცა ვიღაცას შეცდომაში შეჰყავხარ. გამორიცხული არაა, შალვა შეცდომაში შეიყვანეს.

მაგრამ ეს შეცდომები მუდმივად გრძელდებოდა მისი პოლიტიკაში მოღვაწეობის სხვადასხვა ეტაპზე?

- მართალია, მისი მოტყუება არ არის ადვილი და იგი იოლად არ ტყუვდება, მაგრამ არიან პიროვნებები, რომლებიც შალვას კი არა, ბისმარკს მოატყუებდნენ.

გარემოცვას მივადექით?

- ეს არ არის მარტო გარემოცვა, ეს არის გარე ძალებიც, ვისაც იმისთანა თამაშის წამოწყება შეუძლია... არასდროს გამორიცხული არ ყოფილა შევარდნაძის როლი ამ საქმეში. მეორეც, შალვას მართლა არ ჰქონდა საშუალება. იცით, რა არის? ახლა იძახიან, შალვამ მისცა ხელისუფლებაო და მართლაც ასეთნაირად ჩანს, რომ მან დათმო, მაგრამ, სინამდვილეში, იყვნენ ჟვანია და ბურჯანაძე, იყო მიშა სააკაშვილი და იყვნენ სხვებიც, რომელთა ალიანსის შედეგად მას მაინც ეტაპობრივად  დაატოვებინებდნენ პოსტს.

და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა?

- ეს მაინც მოხდებოდა და ამას შეიძლება, მოჰყოლოდა, რომ ლეიბორისტებს დარტყმები მიეღოთ. შესაძლოა, გაარიდა კიდეც პარტია ამ დარტყმებს.

მაშინდელ ხელისუფლებასთან გარიგებას გამორიცხავთ?

- რა არის, იცით? პოლიტიკაში არაფერი არ უნდა გამორიცხო, მათ შორის, გარიგებაც. პოლიტიკაში არის ინტერესები და არ არის მარტო რწმენა. ეს ინტერესთა თამაშია.

რა იყო იმ გადაწყვეტილების მიზეზიროცა ლეიბორისტები პარლამენტში ვითომ შედიოდნენშემდეგ გადაიფიქრესთუმცა პარლამენტიდან ხელფასის აღებაზე უარი არ უთქვამთასეთი ქმედებები მათ ხომ საზოგადოების ნდობას აკარგვინებდა?

- ლეიბორისტებს ეს თანხა უნდა აეთვისებინათ. რატომ დარჩენოდა ხელისუფლებას?! ამიტომ შალვა ბოიკოტის რეჟიმში იყო. პარლამენტში რომ შესულიყო, პარლამენტს გარეთ დარჩენილები თავს დაესხმოდნენ, შეჭამდნენ და მოღალატის იარლიყს მიაკრავდნენ. ამიტომ, შალვამ არც მწვადი დაწვა, არც შამფური. შეიძლება, ლამაზად არ ჩანს, მაგრამ მან ოპოზიციონერების მხარე დაიჭირა.

ამით ბევრი ელექტორატი დაკარგარომლებსაც მისი პრინციპულობა და ხელფასზე უარის თქმა უფრო მოეწონებოდათ.

- რასაკვირველია, ამით დაკარგა ხალხის ნაწილი. ელექტორატის ნაწილმა მოიწონა ეს გადაწყვეტილება, ნაწილმა-არა. ისე, ამ გადაწყვეტილების მიღება პარტიაში მაინც გამართლებულად მიიჩნიეს, იყოს ფული და მათი დედაცო. იმ დროს ისევე, როგორც ახლა, პარტიაში ჩხუბიც იყო, დავიდარაბაც, მიშას ლანძღვაც. რამდენად შეთანხმებული იყო ეს ყველაფერი ვინმესთან, არ ვიცი. რაღაც ეჭვი მეპარება, მივარდე მერაბიშვილს და ცემა-ტყეპის გარეშე გამოგიშვას იქიდან, რატომღაც შალვას ამ მხრივ თავს არ ესხმიან. ამ დროს მეორე რეალობაცაა, ლეიბორისტული პარტიის ძირითადი ბირთვი, ქვედა რგოლი, უმუშევარი ხალხია, რომლებსაც არსად იღებენ, რადგან ლეიბორისტები არიან.

ლეიბორისტების ზედა რგოლში რა ხდება?

- ლეიბორისტების ზემოთა რგოლში რა ხდება, ვერ გეტყვით, თვითონ გაარკვიეთ, ვინ, სად და ვისი ოჯახის წევრი სად მუშაობს, მაგრამ მთავარი აქტივისტები, რომლებზეც დგას პარტია, პრაქტიკულად, რეპრესირებულნი არიან. ზოგი საზღვარგარეთაა გაქცეული, ზოგი ციხეშია. გადასარევი ბიჭია ამ წუთას ციხეში პოლიტიკური მოსაზრების გამო - გიზო გოგლიჩიძე. მიმაჩნია, რომ მასზე ზეწოლაა, ვერაფერს უკეთებენ და არ უშვებენ. თუ პარტია მართლა ხელისუფლებასთანაა ალიანსში, გიზო უნდა გამოეყვანათ.

გიზო გოგლიჩიძე დაბალ რგოლს არ მიეკუთვნება?

- არა, რადგან იგი იყო კოორდინატორი, ზესტაფონის საკრებულოს წევრი. ბომბიც შეუგდეს კაბინეტში.

ხომ შეიძლებაეს პიროვნება ლეიბორისტებმა გაწირესკრიტიკული მომენტის დროსროცა არ გსურთხელისუფლებასთან ალიანსი დაგბრალდეთშეიძლება, „ერთი ბარტყი გადმომიგდეს“ პრინციპითგაწირო ადამიანი?

- რამის გამორიცხვა შეუძლებელია. ასევე, პოლიტიკაში რაიმეს დაბრალება თავისუფლად შეიძლება, რომ ადამიანი თავის მართლების პოზიციაში ჩააყენო. გააჩნია, თუ პოლიტიკოსზე ნორმალური შეტევა განახორციელე, შეიძლება, მას ნერვიული სისტემა აუშალო, რაც მისი, როგორც პოლიტიკოსის, გაუფასურებას იწვევს. დაგაბრალებ ერთხელ, მეორედ, მესამედ და შენც ადამიანი ხარ, ნერვები აგეშლება და სულ წაქცეული იქნები.

იმ დროსროცა შალვა ნათელაშვილი  ხელისუფლებას პარლამენტის ხელფასის აღებას დათანხმდამაშინ ლეიბორისტებს არ უჭირდათგავრცელებული ცნობით,  ისინი რუსეთიდან და სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსდებოდნენრამდენად მიზნობრივი იყო საპარლამენტო თანხების ათვისება?

- „ლეიბორისტულ პარტიაში“ ამით ხელფასები გაიცემა. მართალია, ხელფასები ძალიან დაბალია რგოლში, მაგრამ გარკვეულ ნაწილს ხელფასები ეძლევათ. ახლა ამბობენ, რომ შალვას დახმარება ჰქონდა რუსეთიდან, ან სხვა ქვეყნიდან, ჩემთვის ეს აბსოლუტურად უცნობია. არასდროს მიგრძვნია შიგნით, რომ როდესმე ვინმეს დახმარება ჰქონოდა. შიგნით ეს არ იგრძნობოდა. შეიძლება, ლეიბორისტებისა და რუსეთის კავშირი ფიგურირებდა, მაგრამ ვფიქრობ, ლეიბორისტებზე ინტერესი დაკარგა როგორც ამერიკამ, ისე რუსეთმა, ევროპამ, ასევე, ჩვენმა მოსახლეობამ და ძალზე ცუდ მდგომარეობაში არიან უთავბოლო თავდასხმების გამო.

ქართული საზოგადოების მხრიდან ლეიბორისტებისადმი ინტერესის დაკარგვა გასაგებიამაგრამ რა უნდა იყოს მიზეზირის გამოც დასავლეთმა შალვა ნათელაშვილის კანდიდატურა არ მოიწონაჩვენ გვახსოვს მისი დამტვრეული გამონათქვამი: „დაუნ ვიჩ დიქტეიტე“თავის დროზე რატომ ვერ მოაწონა თავი ვაშინგტონს?

- სხვათაშორის, „ნაციონალური მოძრაობა“ ლობისტების მხრივ ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან დიდ ფულს ხარჯავს. ამ პრობლემას გადაეყრება ბიძინა ივანიშვილიც. თითქმის იქ კატეგორიულად იკრძალება რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან შეხედრაც კი, და ეს საკითხები კორიდორების დონეზე წყდება. გზას ყველა მხრიდან კეტავენ, ყველანაირი საშუალებებით. როდესაც ვინმე ჩადის, თუნდაც არალეიბორისტი, უბრალოდ, ოპოზიციურად განწყობილი რომელიმე პიროვნება, უკან დაჰყვებიან და არკვევენ, სად მიდის, სად მოდის, პაპარაცები გამოჩნდებიან და სხვა.

თუმცაბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდე დასავლეთში ჩაკეტილი წრის გარღვევა მაინც მოახერხა ირაკლი ალასანიამ.

- ირაკლი ალასანიას პრივილეგირებული მდგომარეობა და ამერიკაში პირადი ნაცნობობა ჰქონდა. მან იცოდა ის გზები, სადაც ნაციონალები დაძრომიალობდნენ. თანაც, ალასანიას დასავლეთში თანამდებობა ჰქონდა.

ანუ შალვას დასავლეთში რომ მიეღო განათლებაუფრო იოლად გაიკვალავდა გზას?

- განათლება კი არა, შალვას რომ ემუშავა რომელიმე ასეთ ორგანიზაციაში, მას  კონტაქტები ექნებოდა.

მაგრამიქნებიგი არ არის დასავლური ყაიდის ლიდერიმისი ემოციური გამონათქვამებიც ამას ადასტურებს.

- შალვა არის ნაციონალური ყაიდის ლიდერი, გამოკვეთილი ქართული ხასიათი აქვს და საბოლოო ჯამში, არც პრორუსულია, არც პროამერიკული, იგი პროქართველია. შეიძლება, რუსეთთანაც კავშირი ჰქონდეს, შეიძლება - ამერიკასთანაც, მაგრამ მაინც პროქართულია და ზედმეტი პროქართულობა თავის სატეხად არავის უნდა. შალვას ყველაფერი შეიძლება, დააბრალონ, მაგრამ არაქართულობას ვერავინ დასწამებს, ის პროქართველია. შეიძლება, შეცდომები აქვს, ბევრი რამ მცდარად გაუკეთებია, მაგრამ ზედმეტად ქართული ხასიათის კაცია.

მაშინ რა დააშავა „ქართული ოცნების“ ლიდერმარომლის პარტიის დასახელებაცტერმინის დონეზეც კი, „ქართული ოცნების ახდენას“ გულისხმობსხელისუფლების კვალდაკვალშალვა დროს არ იშურებსრომ იგი არ გააკრიტიკოს.

- ეს არის შეჯახება, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რადგან შალვამ თავად დაასახელა ბიძინა პრემიერ-მინისტრად, ახლა რას იტყვის შალვა ამ თემაზე, ყურადღებას არ ვაქცევ. შეიძლება, მან თავი იმართლოს და მიზეზები დაასახელოს, რომ გარკვეული მიზეზის გამო სურდა ივანიშვილი პრემიერად ეხილა, მაგრამ ფაქტია, რომ მან მართლაც დაასახელა ივანიშვილის კანდიდატურა.

როცა შალვამ ბიძინას კანდიდატურა დაასახელამაშინ რა ხდებოდა პარტიაში და  ნათელაშვილი რატომ მივიდა ამ გადაწყვეტილებამდერადგან ასეთი ვერსიაცაარომ მაშინაც ფული აინტერესებდა.

- ამას დანამდვილებით ვერავინ იტყვის, მაგრამ პოლიტიკა ფულის გარეშე არ არსებობს.

ანუ შალვას იმ პერიოდში უჭირდა და ზუსტად ამიტომ გაახსენდა ბიძინა ივანიშვილი?

- შალვას ყოველთვის უჭირს.

მაგრამ რეალურად უჭირსრადგან ამ პერიოდში სახლებიც იყიდა.

- ძალიან ბევრს საუბრობენ სახლებზე, გარკვეულ ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე, ჩემთვის სრულებით უცნობია, მაგრამ პარტია ფულის გარეშე ვერ იარსებებს. პარტიის მთავარი სისხლი ფულია.

ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის წამოყენება შალვა ნათელაშვილის პირადი ინიციატივით მოხდათუ ვინმემ ურჩია?

- ვერაფერს გეტყვით, შეიძლება, გარემოცვამ ურჩია, შესაძლოა, თავად მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე. ხელისუფლებისგან შემოგდებული თემა ეს არ იქნებოდა, რადგან ხელისუფლება გაღიზიანდა კიდეც, როდესაც შალვამ ბიძინა დაასახელა. ბიძინასაც მისი საწინააღმდეგო ინტერვიუ არ მიუცია, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს. 

ანუ ბიძინასა და შალვას შორის მაშინ კარგი დამოკიდებულება იყო?

- დამოკიდებულების შესახებ არაფერი ვიცი. დამოკიდებულება კულუარულია და იმდენად დაფარულია, რომ შეიძლება, მეუღლემაც არ იცოდეს.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შალვა ნათელაშვილის აგრესიული განცხადებები მას შემდეგ დაიწყორაც ბიძინამ იგი წყალგამყოფს იქით დაასახელაიქნებპარტიაში მანამდეც იყო ივანიშვილის ირგვლივ შინაგანი უარყოფითი ძვრები და არც თუ სასიამოვნო მოლოდინი?

- ვფიქრობ, ეს ყველაფერი უფრო პიროვნულ დაპირისპირებას წააგავს. მათ ურთიერთობას გარედან რომ ვუყურებ, ეს არის ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები. რასაც შალვა იძახის ბიძინას მიმართ, ეს ჩემთვის გაუგებარია, ისევე, როგორც მეორე მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ეტყობა, ერთმანეთის შესახებ კომპრომატები აქვთ, რაც დღეს თუ ხვალ მაინც გამოჩნდება. ჯერ ეს ყველაფერი საარჩევნო ფაზაში შესული არ არის, კომპრომატები და წამოძახებები მერე ნახეთ. თორემ ახლა კარტები დაკეტილია და თამაში კი გრძელდება.

ანუ მთიელ კაცს თამაშიც შეუძლია?
- შეუძლია. პოლიტიკაში ასე ხდება ხოლმე, სანამ არ მიეჩვევი თამაშს, გაიჭყლიტები. ჩემთვის გაუგებარია შალვას ბოლოდროინდელი განცხადება, პარტიის დაშლასთან დაკავშირებით. მაგრამ მეორე ვარიანტია, შიგნით არავინ არაფერი იცის.

შეიძლებაიციან კიდეც და არაფერს ამბობენ.

- არ იციან.

დავიჯეროთსოსო შატბერაშვილმა და გიორგი გუგავამ არაფერი იციან?

- შეიძლება, სამმა კაცმა იცოდეს- გუგავამ, ძაგანიამ, შატბერაშვილმა.

ამავდროულადისინი მისი უახლოესი მეგობრები არიან და მათ თვალდახუჭული ენდობა?

- არა, თვალდახუჭული არავის ენდობა. ბუნებაში არ მეგულება ისეთი ადამინი, ვისაც ის თვალდახუჭული ენდობა.

27 მაისს „ფეისბუკის“ საშუალებით მისი მეუღლე ბელა ალანია მიესალმა ხალხმრავალ აქციასმოგვიანებით ამას მოჰყვა შალვა ნათელაშვილის განცხადებათქვენ გინდათრომ ცოლს გამყაროთოხომ არ ფიქრობთრომ ბიძინა ივანიშვილის საკითხთან მიმართებით მის ოჯახშიც აზრთა სხვადასხვაობაა და ეს მასზეც აისახაროცა პარტიის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო?

- აზრთა სხვადასხვაობა ყველა ოჯახშია. თუმცა მათ ოჯახში ეს გამორიცხულია, რომ ბელა შალვას წინააღმდეგი იყოს.

შალვა ნათელაშვილირომელსაც პოლიტიკაში მოსვლის ასეთი დიდი ამბიცია ჰქონდა და ძალიან ბრაზობდა ქართველ ერზერომელმაც მისი უპირატესობა ვერა და ვერ დაინახა (სხვათაშორისამ აგრესიულმა გამონათქმებმაც დააკარგვინა ქულები საზოგადოებაში), გაიზიარებდა მეუღლის აზრს?

- არ ვიცი, მისი მხრიდან პარტიის დაშლის გადაწყვეტილებას პიარკამპანიად აღვიქვამთ. დაკეტო და ბოქლომი ჩამოჰკიდო პარტიას, ეგრე სად არის?

ანუ ეს გათამაშებაა?
- ვერაფერს გეტყვით, რადგან ამას შეიძლება, ცუდი შედეგები მოჰყვეს.

იქნებშალვა ნათელაშვილს ჰქონდა ფარული ან რეალური ინფორმაციარომ მისი პარტიის აქტივისტები წასვლას აპირებდნენმახსოვსერთი პერიოდისოსო შატბერაშვილი განერიდა მოვლენებს და ინგლისში ჩავიდა განათლების მისაღებადრატომ განერიდა მოვლენებსმაშინ ითქვა კიდეცთითქოს დაბრუნებას არ აპირებდამაგრამ დაბრუნდა.

- მართლაც სასწავლებლად იყო წასული, მაგრამ რატომ იყო სასწავლებლად, ვერ გეტყვით.

რატომ დაამთხვია იმ დროსროცა პოლიტიკურად აქტიური ფაზა იყო და შალვას იგი სჭირდებოდა?

- რატომ განერიდა და რაში სჭირდებოდა ამ დონეზე ინგლისურის შესწავლა, არ ვიცი.

ისწავლა რამე?

- ვერ გეტყვით, ვინც ინგლისურად ელაპარაკება, მას უნდა ჰკითხოთ.

გამორიცხავთრომ შალვას ჰქონდა ინფორმაციარომ მისი პარტიის აქტივისტები - შატბერაშვილიგუგავა და სხვები ნესტან კირთაძის კვალის გაყოლას და პარტიის დატოვებას აპირებდნენ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ?

- რასაკვირველია, თუ ასეთი რამ არსებობს, ეს ინფორმაცია შალვას ნამდვილად ექნებოდა.

ასეთი საუბრები პარტიულ თათბირებზე ისმოდა?

- არაფერი არ დაფიქსირებულა. მაგაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მაგრამ ვიღაცებს თუ წასვლა უნდათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ!

თუ შალვა ნათელაშვილმა მაინც შეინარჩუნა პარტიაბიძინა ივანიშვილის გამარჯვების შემთვევაშიმისი პარტიის თანაარსებობა როგორ წარმოგიდგენიათმაშინ რა იქნება რეალურად ლეიბორისტების მიზანი?

- ბიძინა ივანიშვილი მემარჯვენეა, ეს მემარცხენეა. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ზავამდე მიდის. მეგობრები ისინი ვერასდროს გახდებიან, მაგრამ გარკვეული ურთიერთდათმობა ექნებათ. მაგრამ მეორე ვარიანტიცაა, ვერ წარმომიდგენია, ლეიბორისტების პარტიას, რომელიც არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, მაინცდამაინც კარგი დრო დაადგეს ფინანსების მხრივ.

ხომ ვიცითრომ რეალურად ვერ გაიმარჯვებსმით უფრომაშინროცა ივანიშვილისადმი მიმართული გამონათქვამებით დაკარგა საზოგადოების სიმპათიათანაცმისი ელექტორატის ნაწილი ბიძინა ივანიშვილისადმი სიმპათიას ამჟღავნებს.

- ამასაც ამბობს, ივანიშვილი ჩემს ელექტორატზე ნადირობსო, მაგრამ მისი ელექტორატი ძირითადად უქონელი ადამიანები არიან.

კირთაძის წასვლამ რა რეაქცია გამოიწვია მასშიიმ დროს გაისმა შალვა ნათელაშვილის ზოგადი ფრაზები მოღალატეებთნ და კიკუებთან დაკავშირებითმანვე ივანიშვილს „მოუწოდა“, რომ მიეღო მისგან წასული გაყიდული ადამიანები.

- აბსოლუტურად ნორმალური რეაქცია ჰქონდა, ნესტანს ამას ვერ გაუბედავდა. კიკუები შეიძლება სხვების მიმართულებით თქვა.

ანუ ელოდარომ სხვებიც წავიდოდნენ?

- რასაკვირველია, ყოველთვის არის ეჭვები.

მაგრამ არა გუგავა-შატბერაშვილზე?

- ეგენი უბრალოდ, არ სჭირდება სხვა მხარეს. ისე, არც ეგ არ არის გამორიცხული, მაგრამ ეჭვი მეპარება.

პარტიაში თუ იყო დაპირისპირება?

- არა, შეიძლება პარტიის წევრებს თავმჯდომარის გამოთქმა არ მოსწონებოდათ და ამაზე უკმაყოფილება გამოეთქვათ, მაგრამ ეს დაპირისპირებამდე არ მისულა.

ხელისუფლებასთან შალვა ნათელაშვილის კონტაქტზე ძალიან ბევრს საუბრობენთქვენ ბრძანეთპოლიტიკაში არაფერს გამოვრიცხავომაგრამ ემსახურება თუ არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული მისი გამონათქვამები ხელისუფლების ინტერესს?

- ამის დასადასტურებლად რაიმე ხელმოსაჭიდი უნდა მქონდეს. ხელისუფლებასთან მისი კავშირის შესახებ არაფერი გამიგია. შესაძლოა, გარკვეული წესები არსებობს...

რომ ლანძღო ხელისუფალნი და ისარგებლო ფინანსურადკითხვები არ გაგჩენიათეს ბინები საიდან?
- კითხვები არ გამჩენია, მაგ მხრივ ძალიან ფრთხილი ადამიანია. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, რადგან ვიღაცას მასზე კომპრომატები უდევს, ვიღაცაზე კი მას თავად აქვს კომპრომატები. კომპრომატს როდის გაამჟღვნებენ?! ცხადია, არჩევნებისთვის, რადგან ექვსი თვით ადრე რომ გამოამზიურონ კომპრომატები, ამას არჩევნების დროს ფასი აღარ ექნება.

ეს კომპრომატი ხელისუფლებისგან წამოვა თუ ბიძინა ივანიშვილისგან?

- ვერ გეტყვით. შეიძლება, ზღვას გადარჩე და წვეთმა დაგახრჩოსო, ხომ გაგიგიათ? შალვას 7 ნოემბერს ნამდვილად რომ იჭერდნენ, ეს რეალობაა და გათამაშება არ ყოფილა. თუ ვინმემ დაკარგა ხალხი და ზარალი მიადგა, ეს ლეიბორისტული პარტია იყო. ყველგან დაესხნენ თავს - ბაზალეთშიც, სახლშიც... ას-ასი კაცი დაესხა თავს.

ასე როგორ ისხლიტავდა თავდამსხმელებსგაგვიგია გამოთქმა „უშიშარივითარაცა უხორცოო“, მაგრამ შალვა ნათელაშვილზე ამას ვერ ვიტყვითამდენადრეალურია ეს თავდასხმები?   

- როგორც ჩანს, ვიღაცამ გააფრთხილა. ნინო ბურჯანაძე ზუსტად მაშინ გამოვიდა და აღნიშნა, რომ შალვამ თურმე ცხინვალის საზღვარი გადაკვეთა. ამ დროს შალვა კახეთში იყო, მაგრამ მაინც იძახდნენ, რომ გადაკვეთა ცხინვალის საზღვარი და წავიდა რუსეთისკენ. მისი ლიკვიდაცია ნამდვილად უნდოდათ, მერე მის გვამს ცხინვალის ტერიტორიაზე გადაიტანდნენ. მერე იტყოდნენ, ვერ გაერკვნენ და იქაურებმა მოკლესო. მაგრამ გადარჩა, რადგან აშშ-ის ელჩმა დიდი როლი ითამაშა.

ანუმას ჰყავს მფარველები?
- ამ პარტიის მთელი სამდივნო ამერიკის საელჩოში შევარდა და ელჩი გააფრთხილეს, რომ შალვას ლიკვიდაციას აპირებდნენ და მიაწვდინეს ხმა.

რადგან ასეთ დაფარულ ინფორმაციებს იგებს.შალვას ვიღაც ჰყავს შსს-შითანაცძლიერ თანამდებობაზე?!

- რასაკვირველია, ჰყავს.

ლეიბორისტებიდან „ქართულ ოცნებაში“ ბევრი გადავიდა?

- შეიძლება, გადასვლის თითო-ოროლა შემთხვევა იყოს, მაგრამ მასობრივად არ ხდება, ყოველ შემთხვევაში, ცნობილი არ არის. შესაძლოა, ვიღაცები გადასულნი არიან, მაგრამ გაცხადებული არ აქვთ. დაველოდოთ მოვლენებს, მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდება. აქეთა მხარეც ძალიან ინერტულად იქცევა, ვგულისხმობ, ბიძინა ივანიშვილს, უცბად ვერ მოქმედებენ, იმპერატიული გადაწყვეტილების ნიჭი არ გააჩნიათ, ამ დროს ძალიან ცოტა დრო აქვთ და ნელა ირჯებიან. 40 გრადუსიანი სიცხეები რომ დაარტყამს, მერე როგორ იმუშავებენ?!

27-ში ბევრი ხალხი გამოვიდა, მაგრამ წარმატებებმა თავბრუდახვევა იცის. ამასთან, ბიძინას გარშემო ბევრი პიროვნებაა, რომელიც საზოგადოებაში დიდ სიმპათიას არ აღძრავს. ამას ემატება ლობისტების ინერტულობა. ლობისტს რისთვის ვუხდით ფულს? შეხვედრების უზრუნველსაყოფად. არადა, ვერ მოხერხდა მისი ჰილარი კლინტონთან შეხვედრა. ამდენად, ფულს ხომ არ ყრის?!