ნატოს ჩიკაგოს სამიტი და მისი შედეგები კავკასიისთვის

ნატოს ჩიკაგოს სამიტი და მისი შედეგები კავკასიისთვის

ნატოს პარტნიორები სამხრეთ კავკასიიდან ჩიკაგოს 20-21 მაისის სამიტზე გნსხვავებული მისწრაფებებითა და გეგმებით ჩავიდნენ, ამას კი წინ უსწრებდა უამრავი საჯარო დისკუსია და სპეკულაცია.

საქართველოსთვის ჩიკაგოს სამიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა – თბილისი, მიუხედავად მოსკოვის ღია მუქარისა, არ მალავს ნატოში უსწრაფესად გაწევრიანების წადილს. მას შემდეგ, რას გასული წლის დეკემბერში საქართველო ასპირანტ ქვეყნად გამოცხადდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საქართველოს, თუ ის ნატოში გაწევრიანდება, 2008 წლის რუსულ-ქართული ომის განმეორებით დაემუქრა. მაგრამ საქართველო მტკიცედ დგას. 20 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალგაზრდა ატლანტისტთა სამიტზე სრულიად პირდაპირ განაცხადა, რომ „თბილისი არ იქნება მოხარული, თუ ჩიკაგოს სამიტი მხოლოდ დაადასტურებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველო ერთ დღეს გახდება ალიანისის წევრი.“

ამ თავალსაზრისით, სახელმწიფო მდივნის კლინტონის შენიშვნები ნატოს გაფართოების პოლიტიკის შესახებ მომავალი სამიტისათვის და თბილისის მონაწილეობაზე ასპირატნტი ქვეყნების შეხვედრებში, იმედისმომცემი ინდიკატორებია და 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კამპანიას მნიშვნელოვანი მასალით უზრუნველყოფს. სააკაშვილის სტრატეგიის ნაწილი აქამდე იმაში მდგომარებოდა, რომ ოპოზიცია პრო-რუსულად წარმოედგინა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ასპირანტი ქვეყნის სტატუსის თვალსაზრისით, ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად სახელდება, მას ჯერ არ დაუწყია მოლაპარაკებები გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე (MAP-ზე), რაც გაწევრიანების იდეალური ვადების თვალსაზრისით თბლისისთვის სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს.

სომხეთისთვის ჩიკაგო სხვა მიზეზთა გამო იყო მნიშვნელოვანი – 6 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სომხეთი სერიოზული საერთაშორისო პრობლემების პირისპირ აღმოჩნდა. პუტინის ინაუგურაციის შემდეგ, მოსკოვი არ მალავს თავის უკმაყოფილებას სომხეთის არჩევნებით და როდესაც სომხეთის პრეზიდენტი დსთ-ს სამიტის დასასწრებად მოსკოვს ეწვია, ის არ შეხვდა პრეზიდენტ პუტინს, მაშინ, როდესაც პუტინი შეხვდა სამიტის დამსწრე სხვა პრეზიდენტებს. საპასუხოდ, ტიგრან სარქისიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, იმავე დღეს გამოაქვეყნა სტატია რუსულ გაზეთში „ვედომოსტი“, სადაც წერდა, რომ ვერ მოახერხა პუტინთან შეხვედრა და სომხეთმა ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი რეფორმები უნდა წამოიწყოს. მან გაამართლა ევროპის კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და არა გაწევრიანება საბაჟო კავშირში, რომელშიც ამჟამად რუსეთი ყაზახეთი და ბელორუსია არიან გაერთიანებულნი. ეს ნაბიჯი წინააღმდეგობაში მოდის მოსკოვის ინტერესებთან და შესაბამისად აუქმებს ადგილობრივი ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ერევნის პოზიცია პრო-რუსულია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ თვალსაზრისით იყო ჩიკაგოს სამიტის წინ გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ სომხეთი არ მიიღებს მასში მონაწილეობას, თუ ნახსენები იქნება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა; სწორედ ამ მიზეზით არ დაესწრო სომხეთის ხელისუფლება წინა სამიტს ლისაბონში. ჩიკაგოს დეკლარაციის პროექტი შეიცავდა ტექსტს, რომელზეც, ღონისძიების წინ, მათი საგარეო საქმეთა მინისტრების მეშვეობით, წარიმართა მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ხოლო აზერბაიჯანი შიშობდა, რომ ნატო უკან წაიღებდა თავის სიტყვებს, რათა სარქისიანი სამიტს დასწრებოდა.

საბოლოოდ, სომხეთის პრეზიდენტმა უარი თქვა ჩიკაგოს სამიტზე დასწრებაზე იმის საფუძველზე, რომ სამიტის დეკლარაციაში მთიანი ყარაბახის კონფლიქტი, საქართველოს და მოლდოვას გადაუწყვეტელ კონფლიქტებთან ერთად ნახსენები იყო, როგორც გამოწვევები დასავლეთის უსაფრთხოებისთვის. ამით კი სამიტი საყოველთაოდ აღიარებული ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას ისევ ასახელებდა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მთავარ პრინციპად. 20 მაისს, სომხურ დიასპორასთან შეხვედრისას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა, რომელიც წარმოადგენდა სომხეთს სამიტზე, ხაზი გაუსვა, რომ ნატოს „შემაშფოთებელი“ რიტორიკა მთიან ყარაბახთან მიმართებაში, წინააღმდეგობაში მოდის აშშ-ს, საფრანგეთისა და რუსეთის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ შექმნილ სამშვიდობო გეგმასთან.“

იმის გავითვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტიც არ მონაწილეობდა სამიტში და რუსეთს ყოველთვის აღიზიანებდა სომხეთის ურთიერთობანი ნატოსთან, სომეხი ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ნაბიჯი „მოსკოვისთვის პატარა საჩუქარს წარმოადგენდა.“ აღსანიშნავია, რომ სომხური საინფორმაციო გამოშვებები ნატოს სამიტს ისე აშუქებდნენ, როგორც „დიპლომატიის მარცხს“ და „ჩოკაგოს არეულობას“, ხოლო სომხეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვარდან ვოსკანიანმა ერევანის სტრატეგია, როგორც „თვითიზოლაციისკენ მიმავალი უმოკლესი გზა“, გააკრიტიკა.

ყველაზე კმაყოფილი ქვეყანა რეგიონში აზერბაიჯანი აღმოჩნდა – მან ჩიკაგოს სამიტის კომიუნიკე ისე აღიქვა, როგორც მისი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის აშკარა მხარდაჭერა და კონფლიქტების საერთაშორისო სამართლის საფუძველზე გადაჭრის ხაზგასმა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერის, ელან აბდულაევის თქმით, „ის ფაქტი, რომ განცხადებას ხელი მოაწერეს მთავარმა მსოფლიო მოთამაშეებმა, ერთ რამეზე მიუთითებს – აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერას მთიანი ყარაბახის კონფლიქტში.“

საბოლოოდ, ისე ჩანს, რომ საქართველოს ჩიკაგოს სამიტმა არ მოუტანა საიმედო სიცხადე მათი გაწევრიანების თვალსაზრისით. ეს იყო დარტყმა მთავრობისათვის, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, მაგრამ ხელისუფლებამ სიტუაცია ჭკვიანურად გამოიყენა. სამიტის წინ ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ მოელიან ცხად გზავნილს გაწევრიანებასთან დაკავშირებით და იმედგაცრუებულნი დარჩებიან, თუ ასეთ გზავნილს არ მიიღებენ. თუმცა სამიტის განმვალობაში მათ საკუთარი რიტორიკის ტრაექტორია შეცვალეს და ასპირანტის სტატუსის მიღება მიღწევად გამოაცხადეს. სომხეთისთვის ჩიკაგოს სამიტმა ბევრი ნეგატიური მომენტი მოიტანა. პრეზიდენტის არდასწრებამ პრობლემები შექმნა; ეს ვერ გამოასწორებდა ურთიერთობებს რუსეთთან; და ბოლოს, უკმაყოფილებამ იმით, რომ ნატოს ფინალურ დეკლარაციაში ნახსენები იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, შელახა სომხეთის პოლიტიკური რეპუტაცია (როგორც ნატოსთან ინტეგრაციის, ასევე მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გადაწყვეტის თალსაზრისით).

აზერბაიჯანის თვალთახედვით, სომხეთის მარცხი ბაქოს ტრიუმფია, მაგრამ საბოლოოდ ჩიკაგომ მხოლოდ status quo დაადასტურა. რეალურად, ჩიკაგოს სამიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აზერბაიჯანის მიდგომა ნატოში ინტეგრაციისადმი განსხვავდება მისი მეზობლების მიდგომებისგან – ის არ არის დაკავშირებული სამხედრო ბლოკთან, კერძოდ კი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან სომხეთივით და არც ისე მტკიცედ უნდა გაწევრიანება, როგორც ეს საქართველოს სურს. შარშან ბაქო გაწევრიანდა მოძრაობაში, რომელიც კრძალავს მონაწილეობას ნებისმიერ სამხედრო ბლოკში. ბაქოს ურთიერთობა ნატოსთან ეფუძნება წმინდა წყლის პრაგმატიზმს, რაზეც მიუთითებს კიდეც ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომელზეც ნატო და აზერბაიჯანი გასული წლის დეკემბერში შეთანხმდნენ.
foreignpress.ge