"ქართული ოცნების" პროტესტი ბათუმში

"ქართული ოცნება" "ანბანის კოშკის" მშენებლობისთვის გამოყოფილი 65 მილიონ ლარის გამო ხელისუფლებას ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. 

სულხან ღლონტის განცხადებით, მაშინ როცა რეგიონში 4 500 ეკომიგრანტი ცხოვრობს და სასწრაფოდ განსახლებას 1 000 ოჯახი ექვემდებარება, მსგავსი ობიექტების მშენებლობისთვის სახელმწიფო თანხას არ უნდა ხარჯავდეს. ღლონტი კოშკში "რუსთავი-2"-ის სტუდიის განთავსებას კორუფციულ გარიგებად მიიჩნევს.