ქართული ბრძოლა ხელისუფლებისთვის ვაშინგტონელი ლობისტების ბრძოლაში გადადის

ქართული ბრძოლა ხელისუფლებისთვის ვაშინგტონელი ლობისტების ბრძოლაში გადადის

 

ოპოზიციური კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა საქართველოში, სადაც მთავრობამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა და პოლიტიკურ ხარჯებთან დაკავშირებით მისი მხარდამჭერების დაკითხვა დაიწყო. The Washington Times"

შესაბამისად, ივანიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა ბრძოლა ვაშინგტონში გადაიტანეს. როგორც აშშ-ში გამოქვეყნებული მონაცემები ცხადყოფს, ბოლო თვეებში ივანიშვილმა ლობირების კამპანიისთვის, რომელსაც ის ამ შემოდგომაზე, საქართველოში დაგეგმილი გადამწყვეტი საპრალამნეტო არჩევნების წინ აწარმოებს, ერთ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

ქართული ოპოზიციის ლობისტური ძალისხმევა ვაშინგტონში მიმართულია იმისკენ, რომ გაზარდოს ეჭვები იმ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირობებში, რომელსაც შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ლობირება, უცხოური ოპოზიციური მოძრაობისთვის უჩვეულოდ აგრესიულია, და საეჭვოა, ის შესაძლებელი გამხდარიყო ივანიშვილის – ინვესტორისა და ქველმოქმედის გარეშე, რომლიც ქონებასაც Forbes 6,4 მილიარდ დოლარად აფასებს. ეს იმ ქვეყნის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით ნახევარია, რომლის ლიდერობისკენაც ის მიისწრაფვის.

საქართველოს მთავრობა აშშ-ში, საკუთარ ლობისტურ კამპანიას აწარმოებს, წარმოაჩენს რა ივანიშვილს რუსეთის მარიონეტად, რომელიც ცდილობს უცხოეთში დაგროვილი ქონებით თბილისზე კონტროლის მოპოვებას. სააკაშვილმა მჭიდრო კავშირები დაამყარა ვაშინგტონთან, როდესაც 2003 წელს „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოვიდა და დამატებით განიმტკიცა ის მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გამო შეტაკება მოუვიდა.

„ეს არის ბრძოლა ვაშინგტონის მხრიდან ლეგიტიმაციისთვის“, – მიაჩნია კარნეგის ფონდის პროგრამის „რუსეთი და ევრაზია“ უფროს მეცნიერ თანამშრომელს, თომას დე ვაალს. „გამოდის, რომ ორი საარჩევნო კამპანია წარმოებს – ერთი საქართველოში ქართველებისთვის და მეორე აშშ-ში ვაშინგტონის ლიდერებისთვის“.
foreignpress.ge
ერთ დროს კარჩაკელმა ფიგურამ, ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ინვესტიციების წყალობით დააგროვა, შარშან საკუთარი კოალიციური მოძრაობა „ქართული ოცნება“ იმ იმედით დააფუძნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამაჯვებს. ანგარიშების თანახმად, მან და მისმა წამყვანმა მოკავშირეებმა პარტიიდან „თავისუფალი დემოკრატები“, რამდენიმე ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავეს, რომლებიც დღეს ვაშინგტონში მათ ინტერესებს წარმოადგენენ.

მათ შორის, ყველაზე მსხვილი კომპანიები არიან Patton Boggs, რომელიც იუწყება, რომ 2012 წლის პირველ კვარტალში, მოქმედებდა რა ივანიშვილის ინტერესებში, 510 000 დოლარი დახარჯა; ფირმამ National Strategies იმავე პერიოდში დახარჯა 160 000 დოლარი; BGR Group-ის და მისი შვილობილი კომპანიების ცნობით, ივანიშვილთან და „თავისუფალ დემოკრატებთან“ გაფორმებული კონტრაქტების ღირებულებამ იანვრიდან მარტამდე 180 000 დოლარი შეადგინა. ეს ციფრები მოყვანილია კონგრესის და იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მეორე მხრივ, კომპანიების Podesta Group-ის და Orion Strategies ანგარიშების და ოფიციალური პირების თანახმად, ამ წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობის პიარზე და მათი ინტერესების ლობირებაზე 375 000 დოლარი დაიხარჯა.

ივანიშვილის ამერიკული გუნდი გაზეთებში მასალებს შესყიდულ მთლიან გვერდებზე აქვეყნებს, ლობირებას ეწევა ობამას ადმინისტრაციაში და მუდმივად მართავს შეხვედრებს კონგრესის წარმომადგენლებთან, ცდილობს რა ყურადღება მიაპყროს მის საქმეს. გასულ თვეში, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატი კონგრესმენის ჯიმ მაკდერმოტის მიერ წარდგენილი რეზოლუცია გულისხმობს საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუკი ოქტომბრის არჩევნები არ იქნება „თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული“.

ოფიციალურმა თბილისმა ივანიშვილს მოქალაქეობა შარშან ჩამოართვა, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეც არის და ორმაგი მოქალაქეობის უფლება მას პრეზიდენტმა უნდა მიანიჭოს. მთავრობამ ასევე დასაკითხად გამოიძახა 100-ზე მეტი ოპოზიციური ლიდერი იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც Amnesty International-ის შეფასებით „პოლიტიკურად მოტივირებულია და მიმართულია ოპოზიციის აქტიური და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებისკენ“.

„ამერიკამ საქართველო უმცროს პარტნიორად აირჩია“, – განაცხადა ივანიშვილმა, ხსნიდა და ახლახანს Der Spiegel -სთვის მიცემულ ინტერვიუში თავის ლობისტურ ინიციატივებს. „შეერთებული შტატები დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ქმნის დემოკრატიულ საქართველოს, მაგრამ ეს მხოლოდ ფასადია. მე მინდა ამერიკელებს მისი ნამდვილი სახე დავნახო“.

ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კავკასიის ექსპერტს კორი უელტს მიჩნია, რომ ივანიშვილი ცდილობს „საქართველოზე ჩვენთან არსებული ნარატივის შეცვლას“, რომელიც ვაშინგტონში მთლიანობაში პოზიტიური რეპუტაციით სარგებლობს.

მაკდერმოტის ერთ-ერთი თანაშემწე ამტკიცებს, რომ კონრესში წარდგენილი რეზოლუცია ნაწილობრივ 2008 და 2010 წელს კონგრესმენის საქართველოში ვიზიტის შედეგია. თავად მაკდერმოტმა საკუთარი წინადადების წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოში „ახშობენ პოლიტიკურ თავისუფლებასა და სამართლიან კონკურენციას პოლიტიკურ პარტიებს შორის“.

სააკაშვილი და მისი მომხრეები ივანიშვილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მაგნატს უწოდებენ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებში ფართო მხარდაჭერა არ აქვს. აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ის არც ივანიშვილს და არც „თავისუფალ დემორკატებს“ არ მიიჩნევს „დაბრკოლებად“ პოლიტიკისთვის, რომელსაც მისი ქვეყანა აწარმოებს ვაშინგტონში.

„ეს თავისუფალი ქვეყანაა – ყველას შეუძლია დაიქირავოს ის, ვინც უნდა“, – განაცხადა იაკობაშვილმა, ივანიშვილის ლობისტურ კამპანიაზე საუბრისას. „მაგრამ როგორც მე ვხედავ, ისინი არაფერს აკეთებენ, გარდა მოქმედი მთავრობის დემონიზაციისა. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული პროგრამა – საქართველოს ინტერესების დაცვა, მათ კი, როგორც ჩანს – მხოლოდ ნეგატიური“.