"რესპუბლიკური პარტია" რეიტინგების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაშია"

სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის განცხადებით, "რესპუბლიკური პარტია" რეიტინგების თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაშია.

გორგილაძის თქმით, ასეთივე მდგომარეობა აქვს ყველა იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს, რომელიც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი სუბიექტები იყვნენ.

"რესპუბლიკურ პარტიას" დღეს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს და ვერავის ვერაფერს დააბრალებენ, თუ ბარიერს ვერ გადალახავენ. ყველაფერი აქვთ, რისი მიღების შესაძლებლობაც შეიძლება, პარტიას ჰქონდეს. ყველა იმ სიკეთით სარგებლობენ, რასაც ცესკო-ს წევრობა, ბიუჯეტიდან დაფინასნება, უფასო სარეკლამო დრო, წევრები კომისიაში, არჩევნებზე დამკვირვებლები, რაიონულ-რეგიონალური ორგანიზაციები, პლიუს ადმინისტრაციული რესურსი, ფრაქციას პარლამენტში, საკრებულოში წარმომადგენლობა ჰქვია.

თუ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, გამოდის, სერიოზული პრობლემები აქვს იმ პოლიტიკურ ბირთვს, რომელიც ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ პარტიას. ან არ ფლობენ საარჩევნო ტექნოლოგიებს, რაშიც ისინი სისუსტეს ავლენენ ხოლმე", - განაცხადა გორგილაძემ "პირველ პრესკლუბში" საუბრისას.