ალეკო ელისაშვილსა და დიმიტრი მოსულიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა

ალეკო ელისაშვილსა და დიმიტრი მოსულიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა

საკრებულოს დეპუტატსა  და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს, დიმიტრი მოსულიშვილს შორის  დაპირისპირება მოხდა.

ცოტა ხნის წინ მერიაში გამართულ ბრიფინგზე დიმიტრი მოსულიშვილმა  ალეკო ელისაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა.

“ელისაშვილმა წარმოადგინოს სამსახურის სისტემაში კორუფციის არსებობის დამადასტურებელი ფაქტები ან უარყოს ცრუ ბრალდება და საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსანდრე ელისაშვილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს მსგავს უაპელაციო და აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ემსახურება მერიის თანამშრომელთა დისკრედიტაციას”, - განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა გუშინ მერიის არქიტექტურის სამსახური და მისი ხელმძღვანელი კორუფციულ ქმედებებში დაადანაშაულა.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ელისაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით უახლოეს დღეებში მიმართავს.