ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად განხორციელდება

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად განხორციელდება

ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურება ცუდი მოულოდნელობა იყო, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის მიღებასთან დაკავშირებით იმედი არ უნდა დავკარგოთ.

„ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურება ცუდი მოულოდნელობა იყო, მაგრამ არ უნდა დავკარგოთ იმედი, ეს ნამდვილად მოხდება. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეს ამ ეტაპზე. ოქტომბრის შემდეგ ეს აუცილებლად განხორციელდება და „თავისუფალი დემოკრატები“ ისევე როგორც ძველად, დიდ წვლილს შევტანთ ამ საქმეში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.