"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ჩემი სახელი დააკავშიროს კორცხელთან, მაგრამ ეს არ გამოუვათ"

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდად ჩატარდეს.

ამასთან, კალაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, კორცხელში მომხდარი ინციდენტი მას დაუკავშიროს, თუმცა, კალაძის თქმით, ყველამ იცის, რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა".

"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ჩემი სახელი დააკავშიროს კორცხელთან, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან, ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა". მთავრობა აპირებს ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარდეს, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება, თავისი ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ, მიაწოდოს მოსახლეობას და საქართველოს მოსახლეობა არჩევნების გზით გადაწყვიტავს, თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში", - განაცხადა კალაძემ.