ბატონ ნიკანორს არ გამოუვიდა საზოგადოების მოტყუება

ბატონ ნიკანორს არ გამოუვიდა საზოგადოების მოტყუება

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საუბარი იყო წავკისში პატარა ჰესის მშენებლობაზე, თუმცა, სავარაუდოდ, ეს პროექტი არ განხორციელდება.

კახა კალაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

"ბატონ ნიკანორს არ გამოუვიდა საზოგადოების მოტყუება. მორალის წაკითხვას ვერ დავუწყებთ ამ ადამიანებს, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაფუძნებულია სიცრუესა და დემაგოგიაზე. რაც შეეხება ჰესის მშენებლობას ბოტანიკურ ბაღში, ასეთი რამ არ არსებობს. აქ საუბარი იყო პატარა ჰესზე, რომელიც წავკისში უნდა განხორციელებუილყო, თუმცა, იმ მოცემულობით, როგორც ინვესტორს აქვს შემოტანილი, არ მგონია განხორციელდეს, რადგან, ფინანსურად საინტერესო არ არის", - განაცხადა კალაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰესს აშენებს.