კახა კალაძე:

კახა კალაძე: "რუსთავი 2" იყო, არის და იქნება მომავალშიც

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, "რუსთავი 2"- ის პროცესებთან დაკავშირებით, ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

კალაძე აცხადებს, რომ არასწორია საუბარი, თითქოს, სასამართლო ტელევიზიის წინააღმდეგ მიდის.

"ხშირად ისმის, თითქოს სასამართლო "რუსთავი 2"- ის წინააღმდეგ არის. ეს არ არის სიმართლე. "რუსთავი 2" იყო, არის და იქნება მომავალშიც.

ჩვენ უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, რომ აქ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ბატონ ხალვაშსა და ძმებ ყარამანიშვილებს შორის. გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ის, რომ თითქოს, ტელევიზიის წინააღმდეგ მიდის გააფთრებული ბრძოლა, არასწორია", - განაცხადა კალაძემ.