"ქართული ოცნების" რეიტინგი, თითქმის ორჯერ აღემატება "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს"

სოციოლოგ ვალერიან გიორგაძის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მაღალ კონკურენტუნარიანი იქნება.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდიც მძაფრი კონკურენციის პირობებში წარიმართება.

"დღესდღეობით, რა მონაცემებიც გამაჩნია, რეალური გასვლის შანსები ხუთ პოლიტიკურ პარტიას აქვს. კიდევ პოტენციური რესურსი გააჩნია ოთხ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელთა რეიტინგიც ამჟამად დაბალია, მაგრამ იმ რესურსის გათვალისწინებით, რა რესურსსაც ფლობენ, ვგულისხმობ, წევრობას ცესკო-ში, დამკვირვებლებს, დაფინასნებას, უფასო სატელევიზიო სარეკლამო დროს, რაიონულ და რეგიონალურ ორგანიზაციებს, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობები, გადალახონ 5%-იანი ბარიერი.

"ქართული ოცნების" რეიტინგი, ლამის ორჯერ აღემატება "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს", - განაცხადა გორგილაძემ "პირველ პრესკლუბში".

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ინარჩუნებს მეორე პოზიციას.

"ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ, მეტყველებს იმაზე, რომ მესამე პოზიციას იკავებს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის". ეს არის სამი გამოკვეთილი ძალა", - განაცხადა გორგილაძემ.