ოკუპირებული აფხაზეთი ფიფა-ს პრეზიდენტს ორგანიზაციაში მიღების თხოვნით მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთი ფიფა-ს პრეზიდენტს ორგანიზაციაში მიღების თხოვნით მიმართავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი არტურ მიქვაბია ფიფა-ს პრეზიდენტს ჯანი ინფანტინოს წერილით მიმართავს და „აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის“ ფიფა-ში გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვას სთხოვს.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ვიმედოვნებთ, რომ აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის სურვილი, გახდეს ფიფა-ს წევრი, რასაც ქვეყნის მოსახლეობა სრულად უჭერს მხარს, ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობას მიიღებს, რაც რესპუბლიკა აფხაზეთს დაეხმარება დამოუკიდებლობის აღიარებაში სხვა ქვეყნების მხრიდან“, - ნათქვამია წერილში.