საქართველო ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყო

საქართველო ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყო

საქართველო ერთ-ერთი ფაქტორია, რომლის გამოც ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.

„კრიზისი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისკენ ნატო-ს გაფართოების მცდელობებით დაიწყო. პირველ რიგში ეს საქართველოსა და უკრაინას ეხება. ნატო-ს ხელმძღვანელობა, ბუშის ადმინისტრაციის აქტიური მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ჩათრევას ცდილობდა, როცა საქართველოში სააკაშვილის, უკრაინაში კი იუშენკოს მთავრობა იყო“, - განაცხადა ალექსანდრ პუშკოვმა.

მისი თქმით, ნატო-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისის მეორე მიზეზი ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაა, რომელიც, პუშკოვის მოსაზრებით, რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.