გაერო-ს თანამშრომელი, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი მშვიდობისმყოფელების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებს იძიებდა, გადადგა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ანდერს კომპასმა საკუთარი გადაწყვეტილება გაერო-ს სრული უმოქმედობით ახსნა.
მისი თქმით, გაერო სათანადოდ არ იძიებს იმ ბრალდებებს, რომლის თანახმად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგი მშვიდობისმყოფელები, ფულისა და საკვები პროდუქტების ნაცვლად, არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალურ კონტაქტს ამყარებდნენ.
ანდერს კომპასის განცხადებით, ის თანამდებობას ტოვებს „იმ პირთა სრული დაუსჯელობის გამო, რომლებიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს“.
ანდერს კომპასი გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის საველე სამუშაოების ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.