თბილისის არქიტექტურის სამსახურის განცხადება

თბილისის არქიტექტურის სამსახურის განცხადება

„ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ცილი დამწამა და ჩემი ღირსების შელახვისათვის მას შევხვდები სასამართლოში“, - ამის შესახებ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა დიმიტრი მოსულიშვილმა დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, გუშინ 8 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „სხვა შუადღის“ ეთერში სტუმრად მყოფმა საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლების მისამართით გამოიყენა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

„როგორც ჩანს, ბატონ ელისაშვილს თავისებური წარმოდგენა აქვს ღირსებაზე, ამიტომ იაფასიანი პოპულარობის მოპოვების მიზნით თავს უფლებას აძლევს თქვას, რაც ენაზე მოადგება და იძახოს ტყუილები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე ნამდვილად არ ვაპირებ, მოვითმინო მისი მხრიდან ჩემი ღირსებისა შელახვა და ამიტომ ბატონ ელისაშვილს შევხვდები სასამართლოში.

მე ვარ საჯარო მოხელე და ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მაკისრია საზოგადოების წინაშე, ამიტომ მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელეებმა უპასუხოდ არ უნდა დატოვონ მსგავსი ბრალდება“, - განაცხადა დიმიტრი მოსულიშვილმა