კახა კალაძე:   არასდროს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას

კახა კალაძე: არასდროს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყნის ოკუპაციას ხელი შეუშალონ.

"ჩემთვის არავითარი გამყოფი ხაზი არ არსებობს. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ ამ პროცესებს ხელი შევუშალოთ. ჩვენ არასდროს შევეგუებით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, 6 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.