პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობს.
პრემიერ-მინისტრმა დისკუსიაში მონაწილეობისას საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე, მის გამოწვევებზე, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველო ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი ხდება.
"საქართველოს სტრატეგიული მიდგომაა, რომ დავუახლოვდეთ ევროპას. აზერბაიჯანი კვლავ არის ჩვენი ნომერ პირველი ენერგოპარტნიორი. ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ მაქსიმალურად ეფექტური ტრანზიტული ქვეყანა. საქართველოს ტრანზიტული როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გვაქვს და მომავალშიც იგეგმება მნიშნელოვანი, სტრატეგიული პროექტები. მალე მოხდება ინაუგურაცია ტრანსატლანტიკური მატარებლის. ეს რა თქმა უნდა, აძლიერებს ენერგოუსაფრთხოებას ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ის გაივლის", - განაცხადა პრემიერმა.