საპროცესო კოდექსში დღეს შეტანილი ცვლილებებით, 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი მიიღებს შესაძლებლობას, რომ მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები გადაიხედოს.
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ გადაცემა 20/30-ში ისაუბრა.
დღეს პირველი მოსმენით ძალიან მნიშვნელოვანი კანონები მივიღეთ, რასაც ივნისის სესიაზე დავასრულებთ. ჩვენს მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დღეს შეტანილი ცვლილებებით, 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი და პოლიტდევნილი მიიღებს შესაძლებლობას, რომ მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები გადაიხედოს. კოდექსში ასევე შევიდა მეორე ცვლილება - თუ პროკურატურა დადგენილებით დაადასტურებს, რომ საგამოძიებო პროცესში პირის ფუნდამენტური უფლებები დაირღვა, ეს განაჩენის გადახედვის შესაძლებლობას შექმნის”, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება შეასრულა და ქვეყანა სისტემურ დანაშაულზე აგებული რეჟიმისგან გათავისუფლდა.
"ჩვენს ამომრჩეველს ვეტყვით, რომ დღეს ქვეყანა თავისუფალია, მედია არ იდევნება, ციხეებში პატიმრებს ადამიანურად ეპყრობიან, ადამიანების სიცოცხლე დაცულია და პოლიცია ადამიანებს ქუჩაში შეკრებისთვის არ ებრძვის; რაც შეეხება ეკონომიკას, რა თქმა უნდა, ქვეყანას ინვესტიციები, სამუშაო ადგილები, სტაბილურობა, საპენსიო და განათლების რეფორმები სჭირდება, რაც მიღწევებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ხელისუფლებას აქვს რესურსი, რომ 2012 წელს დაწყებული პროექტები ბოლომდე განახორციელოს“, - განაცხადა კობახიძემ.