თელ-ავივში ტერაქტი მოხდა. შეიარაღებულ თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16-მდე დაშავდა. ორი შეიარაღებული პირი ისრაელის თავდაცვის სამინისტროს კომპლექსის სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და ერთ-ერთ კაფეში მყოფ ვიზიტორებს ცეცხლი გაუხსნა.
სამართალდამცველებმა ერთი თავდასხმელი ადგილზე დააკავეს, მეორე კი მიღებული ჭრილობების გამო ამჟამად ჰოსპიტალიზებულია.
პასუხისმგებლობა ტერაქტისთვის პალესტინაში მოქმედმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.
როგორც „ჰამასში“ განაცხადეს, ეს იყო პასუხი „ისრაელის დანაშაულებრივ ქმედებებზე ღაზას სექტორსა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე“.