ანდრო ბარნოვი გორის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს „გირჩიდან“ იყრის

ანდრო ბარნოვი გორის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს „გირჩიდან“ იყრის

გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალი პოლიტიკური ცენტრიდან „გირჩი“ ანდრო ბარნოვი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თავად ბარნოვმა დაუდასტურა.

„მე ვაპირებ, რომ გორში ვიყარო კენჭი მაჟორიტარ დეპუტატად და ძალზე რეალისტურია, რომ სწორედ „გირჩიდან“ ვიყარო კენჭი“, - განაცხადა ბარნოვმა.

ანდრო ბარნოვმა, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2015 წლის ნოემბერში დატოვა.