დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთს ეწვია.

დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთს ეწვია.

9 ივნისს საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის პრემიერ–მინისტრ კარიმ მასიმოვთან, ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრ ასეტ ისეკეშევთან და ყაზახეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.

10 ივნისს საქართველოს ვიცე–პრემიერი მონაწილეობას მიიღებს საქართველო–ყაზახეთის სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომაში, რომლის დასრულების შემდეგაც დაგეგმილია კომისიის სხდომის ოქმზე ხელმოწერა.