გერმანიის შემდეგ, სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით ქვეყნის პარლამენტს ჩეხეთის პრეზიდენტმა მიმართა

გერმანიის შემდეგ, სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით ქვეყნის პარლამენტს ჩეხეთის პრეზიდენტმა მიმართა

1915 წლის მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარებას გერმანიის ბუნდესტაგის შემდეგ, ქვეყნის პარლამენტისგან, ამჯერად, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი ითხოვს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით , ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა. მილოშ ზემანმა გასულ საუკუნეში დაღუპულების მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

ჩეხეთის სენატის თავმჯდომარემ იან გამაჩეკმა პრეზიდენტის მოწოდება კრიტიკულად შეაფასა და აღნიშნა, რომ ისტორიული მოვლენები ისტორიკოსებმა უნდა შეაფასონ და არა პოლიტიკოსებმა.

2 ივნისს გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუციას დაუჭირა მხარი, რომლითაც 1915 წლის მოვლენები სომეხთა გენოციდად აღიარა.