ევროპულ ქვეყნებში ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური განწყობები ძლიერდება. როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, ასეთია ამერიკული სოციოლოგიური ინსტიტუტის, Pew Research Center-ის გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხვის თანახმად, გერმანიაში ევროკავშირის მიმართ დადებითად რესპონდენტთა 50% არის განწყობილი, რაც შარშანდელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია.
საფრანგეთში ევროკავშირს ნდობას რესპონდენტთა 38% უცხადებს, რაც გასულ წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია.
ყველაზე უარყოფითად ევროკავშირის მიმართ საბერძნეთია (27%) განწყობილი.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 48%-ს აქვს.
ნდობის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება ევროკავშირის ახალ წევრებში, მაგალითად პოლონეთში (72%) და უნგრეთში (61%).
ევროპელებში ყველაზე მეტ უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირის ქმედებები მიგრაციული და ეკონომიკური კრიზისის მოგვარების საკითხში. ევროკავშირის ეკონომიკურ პოლიტიკას არ ეთანხმება გამოკითხული ესპანელების 65%, ფრანგების 66%, იტალიელების 68% და ბერძნების 92%.
მიგრაციული კრიზისის მოგვარებით კი, გერმანელების 67%, იტალიელების 77%, შვედების 88% და ბერძნების 94% -ია უკმაყოფილო.