აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კალიფორნიის შტატში გამართულ, დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამგვარად კლინტონმა საკუთარი პოზიციები გაამყარა, რაც მის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელების შანსებს გაზრდის.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჰილარი კლინტონმა პარტიული ყრილობის წევრი დელეგატების საკმარისი ხმა მოიპოვა იმისთვის, რომ გახდეს პირველი ქალი აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ისტორიაში, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს.