საარჩევნო კამპანიაში გარკვეული დოზით ჩავერთვები, თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად შვებულებას ავიღებ

საარჩევნო კამპანიაში გარკვეული დოზით ჩავერთვები, თუმცა კანონმდებლობის შესაბამისად შვებულებას ავიღებ

საარჩევნო კამპანიის პერიოდში ალბათ, ავიღებ შვებულებას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის წევრების საარჩევნო კამპანიაში ჩართვის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, გარკვეული დოზით მინისტრის პოზიციიდან მოუწევს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, აიღებს შვებულებას.

„მე ჯერჯერობით ვაგრძელებ ჩემს სამუშაოს როგორც ჯანდაცვის მინისტრი. ალბათ, გარკვეული დოზით ამ პოზიციიდან მომიწევს ჩართვა. დადგენილი წესის მიხედვით, იმ პერიოდში, როდესაც მე ჩართული ვიქნები საარჩევნო კამპანიაში, კანონმდებლობის შესაბამისად, ალბათ, ავიღებ შვებულებას“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.