მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა. ”ბიზნესპრესნიუსის” ინფორმციით, მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 2,4 % იქნება, ნაცვლად იანვარში ნავარაუდევი 2,9%-სა.

„გლობალური ეკონომიკა მყიფეა, ზრდა - სუსტი, თუმცა მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში არ არის. ეკონომიკური გაჯანსაღება გრძელდება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ეკონომისტმა აიჰან კოუზმა.

ბანკის პროგნოზით, 2017 წელს მსოფლიო მშპ 2,8%-მდე გაიზრდება, 2018 წელს კი 3%-ით.

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა. იანვრის მსგავსად, ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკი 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, 2017 წელს - 4,5%-ს, 2018 წელს კი 5%-ს.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2016 წელს 6,7%-ს მიაღწევს, აშშ-ის ზრდის მაჩვენებელი 1,7% იქნება, ევროზონის კი 1,6%.