მწამს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის პირობები სულ მალე მიენიჭებათ

მწამს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის პირობები სულ მალე მიენიჭებათ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ფიქრობს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს ”სულ მალე” მიანიჭებენ. შესაბამისი განცხადება ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

”რაც შეეხება საქართველოს სწრაფვას უვიზო რეჟიმის თაობაზე - გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა, ამოსავალი წერტილები, რათა მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება. ვფიქრობ და მწამს, რომ კომისია საქართველოს მოქალაქეებს სულ მალე მიანიჭებს უვიზო რეჟიმის პირობებს და ეს ყველაფერი პარლამენტში იქნება განხილული”, - განაცხადა ტუსკმა.