პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანის და ნიკოლოზ ლეგაშვილის კანდიდატურები წარედგინა.

პრემიერ-მინისტრის წარდგინება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტმა 14 დღის განმავლობაში, 3 წლის ვადით უნდა აირჩიოს.

არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა.

ამასთან, პარლამენტის დღის წესრიგშია თამარ ქალდანის მიერ მომზადებული ანგარიშის მოსმენის საკითხი.