დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის, ”ევრო-2016”-ის დროს ტერაქტების შესაძლებლობა არსებობს.
უწყების ცნობით, ტერორისტებმა თავდასხმები შესაძლოა სტადიონებზე განახორციელონ, სადაც ტურნირის მატჩები ჩატარდება.
ამასთანავე, უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტული საფრთხის შესახებ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.
მანამდე, ”ევრო-2016”-ის დროს ტერაქტების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა.