ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარეს დავით ბერძენიშვილსა და ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრ გიორგი ახვლედიანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება საარჩევნო თემატიკაზე მომზადებულ ცვლილებებს მოჰყვა, რაც სარეკლამო დროის გადანაწილებას გულისხმობდა.
კომიტეტის სხდომაზე დაწყებული დაპირისპირება პარლამენტის დერეფანში გაგრძელდა.
"შენ ხარ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ჭკუით იყავი, "ნაციონალების“ შნირი პარტია ხარ“, - მიმართა ახვლედიანს ბერძენიშვილმა.
"პოლიტიკური კრიმინალის აქტს ჩადიხართ თქვენ, პოლიტიკურ ქურდობას და ეს არ შეგრჩებათ, პასუხს აგებთ“, - მიმართა თავის მხრივ, ახვლედიანმა ბერძენიშვილს.