საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მოსაზრება, რომ ხელისუფლება უნიათოა და არაფერს აკეთებს, არასწორია.
ივანიშვილის განმარტებით, ის დამოკიდებულება, რითაც წინა ხელისუფლება ეკონომიკაში ხელძღვანელობდა, ქვეყანას ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანდა.
"გვიმიტკიცებენ, რომ ხელისუფლება უნიათოა. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც აიტაცა ეს - თითქოს, ახლა არაფერი კეთდება, როგორ არ კეთდება?! სულ სხვა ციფრებია. კეთდება იმაზე მეტი, ვიდრე კეთდებოდა. რაც მთავარია, სწორი დამოკიდებულებით ვვითარდებით. ის დამოკიდებულება რომ შენარჩუნენულიყო, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ეკომომიკასთან, დღეს, პენსიები ვერ დარიგდებოდა და ეკონომიკურ კოლაფსს მივიღებდით. იმ მეთოდებით მართვა წარმოუდგენელია ეკონომიკისთვის, შეუძლებელია და წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, ეს დალაგდა.
აბსოლუტურად სწორი მიმართულებით მიდის ქვეყანა. 3-4 წელიწადში ვერ გავაკეთებთ 15-20 წლის გაასკეთებელს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, ოპოზიციის ძირითადი როლია, რომ ხელისუფლება არგუმენტირებულად აკრიტიკოს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით.