"ჩემი მოტყუება არ არის ასე მარტივი"

ექს-პრემიერ, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი მოტყუება არ არის ადვილი, შესაბამისად, თუ ვინმე ამას ეცდება, არ გამოუვა.

ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ივანიშვილმა გარემოცვის მიერ, შესაძლო მოტყუების თემაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"ჩემი მოტყუება არ არის ასე მარტივი. თქვენ რომ გგონიათ და კიდევ ვიღაცებს, ეგრე იოლად არ ვტყუვდები, სხვანაირად ვიცხოვრებდი მაშინ. ჩემ გარემოცვას რაც შეეხება, ჯერ არ ცდილობენ და ვერც მომატყუებენ, რომც ეცადონ", - განაცხადა ივანიშვილმა "ტექნოპარკში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას.