"მომავალ პარლამენტში მანანა კობახიძე უნდა იყოს"

ექს-პრემიერ, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე მომავალ პარლამენტში აუცილებლად უნდა იყოს.

ექს-პრემიერმა განაცხადა, რომ კობახიძის პარლამენტარობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

"მანანა კობახიძე იმსახურებს პარლამენტში ყოფნას და მომავალ პარლამენტში ის უნდა იყოს. ამას კვირიკაშვილი გადაწყვეტს. ჩემი გადმოსახედიდან, უნდა იყოს და კვირიკაშვილის პოზიცია რაც ვიცი, კითხვა არ დგას", - განაცხადა ივანიშვილმა "ტექნოპარკში" ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას.