საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ჩივაძეს იუდას უწოდებს და აცხადებს, რომ მან ქართული ფეხბურთი გაყიდა.
კოკაიას განცხადებით მას გუშინდელი აღმასკომის სხდომის დატოვება ჩივაძემ სთხოვა და უთხრა, რომ ყველაფერი გარკვეული იყო.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მოფლობელი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შვიდი სუბიექტი, რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ თანხმობა "თბილისის დინამომ", "ზესტაფონმა", "ფოთის კოლხეთმა", "სამტრედიამ", "ქუთაისის ტორპედომ" და "გორის დილამ" განაცხადეს.
"გუშინ აღმასკომის სხდომაზე ვიმყოფებოდი, თუმცა მოვიდა ალექსანდრე ჩივაძე და მითხრა, რომ წავსულიყავი, რადგან ყველაფერი გაიასნებულიაო, ეს პირადად მითხრა და მე ვუთხარი, რომ იქ არასარდროს მივიდოდი. მე არ ვერიდები არც ჩივაძეს, არც ხურცილავას, ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთეს ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ დღეს მის ნგრევაში სოლო პარტია უჭირავთ", - განაცხადა კოკაიამ.