დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: როგორც განიცდიდნენ მარცხს და ფიასკოს მუდმივად, ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში, ხოლო შემდგომ უკვე 2024 წლის არჩევნებზე, ეს ფიასკო იქნება მათი თანამდევი სულ მუდამ

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: როგორც განიცდიდნენ მარცხს და ფიასკოს მუდმივად, ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში, ხოლო შემდგომ უკვე 2024 წლის არჩევნებზე, ეს ფიასკო იქნება მათი თანამდევი სულ მუდამ

როგორც განიცდიდნენ მუდმივად ჯერ ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, ხოლო შემდგომ უკვე 2024 წლის არჩევნებზე მარცხს და ფიასკოს, ეს ფიასკო იქნება მათი თანამდევი სულ მუდამ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. დეპუტატმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„ამ დაპირისპირებამ მათი აზრით, პატრონების აზრით, ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს ეს რადიკალური პოლიტიკური მოძრაობების ცალ-ცალკე ფრთები და მათ მომხრეებს, იმ ძალიან მცირე რაოდენობა ადამიანებს უნდა შეუქმნან იმის წარმოდგენა, თითქოს ისენი მხარს დაუჭერენ ლელოს და გახარიების და სახით არა ნაციონალურ მოძრაობას, არამედ რაღაც შუაშისტურ ძალას. ეს სასაცილოა. ისინი როგორც განიცდიდნენ მუდმივად ჯერ ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, ხოლო შემდგომ უკვე 2024 წლის არჩევნებზე მარცხს და ფიასკოს, ეს ფიასკო იქნება მათი თანამდევი სულ მუდამ“, - აცხადებს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, „ლელომ“ ოფიციალურად დაადასტურა თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობა. ანალოგიურად იქცევა გახარიას პარტიაც. ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან „ნაცმოძრაობა“, „ახლები“ და მათი სხვა დანაყოფები.

 

მარბიელი მათიკაშვილიც და სოსიაშვილიც მაჭარაშვილის კატეგორიისაა; რახან ასე გიყვართ, გყავდეთ, მაგრამ რაც ნაკლებად გამოაჩენთ, მით უკეთესი თქვენთვის
თუ მაინცდამაინც, ალაპარაკეთ ამინდზე, ბადმინტონზე, სომალიში კალიების შესევაზე ...
2 საათის უკან
მარბიელი გამომრჩა, ზარქუა, ის მწითური ზაპასკა (კანონები რომ გამოაქვს და სულ რაღაცა რომ ხდება ჩასასწორებელი) და მაჭარაშვილიც ამათი კატეგორიაა!
2 საათის უკან