ტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკში მყოფ ათობით ბავშვს ეძებენ

ტეხასის შტატში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკში მყოფ ათობით ბავშვს ეძებენ

ტეხასის შტატში წყალდიდობის შემდეგ, რასაც, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამაშველო სამსახურები საზაფხულო ბანაკიდან დაკარგულ ათობით ბავშვს ეძებენ.

მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

როგორც Reuters-ი იუწყება, პარასკევ საღამოს მონაცემებით, სულ მცირე, 237 ადამიანი გადაარჩინეს ან ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის 167 ვერტმფრენის საშუალებით.

დაკარგულთა საერთო რაოდენობა უცნობია, თუმცა შერიფის განცხადებით, მათგან 23-დან 25-მდე გოგონა იყო, რომლებიც მდინარის პირას მდებარე ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.