თევდორე მღვდლის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ თევდორე მღვდლის ქუჩის N5-ში ასფალტის საფარის მოწესრიგება დაასრულა.

სამუშაოები 1047 კვ.მ ფართობზე განხორციელდა, მოწესრიგდა როგორც ტროტუარები, ასევე სამანქანო გზა. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოიყო.

ასფალტის დაგებამდე, დიდუბის რაიონის გამგეობამ აღნიშნულ ეზოში მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი მოაწესრიგა.

გარდა ამისა, ასფალტის დაგების სამუშაოები თევდორე მღვდლის ქუჩის N48-ში განხორციელდა, სადაც ასფალტის საფარი 400 კვ.მ ფართობზე დაიგო.

სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გაეცნო.