საბა ბუაძე:

საბა ბუაძე: "მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია, ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს"

საბა ბუაძემ "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გარდა ამისა, როგორც თავად წერს, ტოვებს"ლელოს" პოლიტსაბჭოსაც.

როგორც აღნიშნა, არ ეთანხმება პარტიის პოზიციას, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. ის საქმიანობას, როგორც თავად წერს, რიგითი წევრის სტატუსით გააგრძელებს.

"მეგობრებო,

ამ კვირების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მკითხა როგორია ჩემი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. რადგან პარტიის პოზიცია უკვე ოფიციალურად გახდა საჯარო, მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გადაწყვეტილებას:

1. ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია და არ ვეთანხმები ასეთ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. ვთვლი, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ეწინააღმდეგება იმ გზას რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების შემდეგ;

2. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია რაიმე ფორმით ვიყო ამ მცდარი ნაბიჯის თანამონაწილე - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო "ლელოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია. ასევე ვტოვებ "ლელოს" პოლიტსაბჭოს და რიგითი წევრის სტატუსით ვაგრძელებ საქმიანობას იქამდე, სანამ მამუკა და ბადრი არ გათავისუფლდებიან. ისინი რეჟიმს სწორედ მათი ბრძოლისთვის ჰყავს გამოკეტილი;

3. ჩვენი ქვეყნის მოღალატეობრივი ძალებისგან გათავისუფლებამდე და პოლიტიკაში საღი აზრის გაბატონებამდე, თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო ყველაფერი საქართველოში პოლიტიკური სივრცის გადასარჩენად.
ბრძოლა იქნება ბოლომდე და ჩვენს უპირობო გამარჯვებამდე!" - წერს საბა ბუაძე.

მარბიელი ეს რიგით წევრად დარჩენა რაღაა? რასაც პარტია დაგავალებს, ხომ უნდა გააკეთო? ანუ ჩაერთო საარცევნო კამპანიაში; არ იზამ და პანჩური!
7 საათის უკან
თომა რიგით წევრად დარჩენით, კიდევ ერთხელ დამტკიცა საკუთარი დეგენერატობა.
1 საათის უკან