დავით მათიკაშვილი: ამდენი სისულელე, ამდენი ტყუილი, რომელზეც აპელირებს აგენტურული მედია და მას მხარს უჭერს ადამიანების ის ჯგუფი, ვისაც ადგილი ჯანსაღ ქართულ პოლიტიკაში არ აქვს, მეტყველებს ერთ რამეზე - ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით

დავით მათიკაშვილი: ამდენი სისულელე, ამდენი ტყუილი, რომელზეც აპელირებს აგენტურული მედია და მას მხარს უჭერს ადამიანების ის ჯგუფი, ვისაც ადგილი ჯანსაღ ქართულ პოლიტიკაში არ აქვს, მეტყველებს ერთ რამეზე - ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიებისა და მედიის მიერ ქართული დელეგაციის პოზიციაზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„ამდენი სისულელე, ამდენი ტყუილი, რომელზეც აპელირებს აგენტურული მედია და მას მხარს უჭერს ადამიანების ის ჯგუფი, ვისაც ადგილი ჯანსაღ ქართულ პოლიტიკაში არ აქვს, მეტყველებს ერთ რამეზე - ჩვენი ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და ეუთოს დასკვნა და ამ ფორუმზე გაკეთებული განცხადებები ამის დასტურია.

ძალიან მძიმე მოცემულობაა, როდესაც უკრაინის დელეგაცია, ბალტიისპირეთის დელეგაცია ასე აქტიურობდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ჯო უილსონზე და „დიფ სთეითის“ ოდიოზურ წარმომადგენლებზე უკვე აღარაფერს ვამბობ, ეს ხალხი რომ პირდაპირ მტრობს ჩვენს ქვეყანას, უკვე დიდი ხანია, ვიცით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ოპოზიციურმა მედიამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ასევე, ითქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ” მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც სირიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, ეს შესწორება დოკუმენტში სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით შევიდა.