საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთელებს „ალეგრობა“ მიულოცა. მთავრობის მეთაური ოზურგეთში დღეს სახალხო ზეიმს დაესწრო და დღესასწაულზე შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა გურულებს პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ისინი განსაკუთრებული მსოფლმხედველობითა და პროგრესული აზროვნებით გამოირჩევიან.
„გურულები გამორჩეულად ნიჭიერი ქართველები არიან და ამ დღესასწაულის სახელითაც ჩანს, რაოდენ პროგრესულად მოაზროვნეა გურული კაცი.. მინდა, ყველას გისურვოთ ჯანმრთელობა, გაძლიერება, მშვიდობა, რაც არის სტაბილურობისა და განვითარების საწინდარი. გურია ჩემთვის და ყველასთვის არის უნიკალური მხარე, თავისი გამორჩეული ადამიანებით. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, პატივისცემით მოგესალმებით ყველას, ძალიან მიყვარხართ!“ - მიმართა პრემიერმა „ალეგრობის“ დღესასწაულზე შეკრებილ გურულებს.