იემენის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა სიაში სულ 10.243. 000 ადამიანი იყო შესული, მათგან 4.348. 000 ქალები იყვნენ. მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მეთაურის პოსტზე წამოყენებული ეთადერთი კანდიდატურა, ვიცე პრეზიდენტი აბდ პაბო მანსურ ხადი, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. არჩევნების საბოლოო შედეგები ერთი კვირის ვადაში გახდება ცნობილი.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მიერ მიღებული გეგმის თანახმად. ეს გეგმა არეგულირებს იემენში შიდაპოლიტიკურ კრიზისს და მასზ ხელი ყოფილმა პრეზიდენტმა, ალი აბდალ სახეჰმა მოაწერა 2011 წლის დეკემბერში. ახალი პრეზიდენტი გარდამავალი პერიოდის ვადით იქნება არჩეული (2 წელი), რომლის განმავლობაშიც უნდა იქნას მოწვეული ნაციონალური დიალოგის კონფერენცია ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სისტემის განსასაზღვრად და ახალი კონსტიტუციის შესამუშავებლად. ამის შემდეგ შედგება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.
იემენის სხვადასხვა რაიონში ხმის მიცემის პროცესი სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა. თუკი ქვეყნის დედაქალაქში, სამეში საარჩევნო უბნებთან გრძელი რიგი დგებოდა, ქვეყნის სამხრეთით ყველაზე დიდ ქალაქში, ადენში ქუჩები ცარიელი იყო, ხოლო ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი - სეპარატისტების მიერ შეპყრობილი და დარბეული.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მიჯნაზე ქვეყნის სამხრეთით ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელობა - სეპარატისტული მოძრაობა "ალ-ჰარაკ ალ-ჯანუბი" გამოვიდა მოწოდებით: "მტკიცედ აღვუდგეთ წინ არჩევნების ჩატარებას" . მოძრაობამ მოსახლეობას ასევე "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციაში" მონაწილეობისკენ მოუწოდა.
მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, კასემ ასკერ ჯუბანიმ განაცხადა, რომ ეს არჩევნები "სამხრეთ იემენის ხალხისთვის ძალით თავს მოხვეულია", და მოუწოდა მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ და "ცოცხალი წინაღობების" გაკეთებისკენ იმ რაიონებში, სადაც საარჩევნო უბნებია იმისთვის, რომ მათკენ მისასვლელი გზა ჩაეკეტათ.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების დაცვასა და შეიარაღებულ ბოევიკებს შორის არეულობებისა და შეტაკებების შედეგად სამხრეთ იემენის პროვინციებში, ადენში, ლაჰაჯში და ელ-დალში სხვადასხვა ინფორმაციით 6-დან 9 ადამიანამდე დაიღუპა, ათეულობით მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო.
ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, საადის პროვინციაში სეპარატისტულმა შიიტურმა მოძრაობამ "ჰუტი", რომელიც 2004 წლიდან ცენტრალურ მთავრობასთან კონფრონტაციაშია, ასევე გამოაცხადა "საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტის" შესახებ. შედეგად, იემენის ხელისუფლებამ პროვინციაში მხოლოდ ერთი საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა.
არჩევნები ასევე არ შედგა იემენის იმ რაიონებშიც, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდას" გავლენის ქვეშ მოექცნენ - აბიანსა და შაბვაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელობის განცხადებით "მოჯაჰედები არ შეეწინააღმდეგებიან იმ იემენელებს, ვისაც ხმის მიცემა სურს", "მაგრამ იმ რაიონებში, რომელიც ალ-ქაიდან კონტროლის ქვეშაა, არჩევნები არ შედგება," - აღნიშნეს მათ.
ანტისამთავრობო გამოსვლები იემენის პრეზიდენტის, ალი აბდალ სალეხის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც 34 წელი იყო ქვეყნის სათავეში, 2011 წლის თებერვლიდან გრძელდებოდა. მასმედიის მონაცემებით, სახალხო მღელვარებისას ქვეყანაში ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დაიჭრა. "არაბული გაზაფხულის" მოვლენები, რომელთა გამოც შეიცვალა რეჟიმები ტუნისში, ეგვიპტესა და ლიბიაში, იემენში ოპოზიციასა და პოლიციას შორის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გამოიხატა. მეჩეთის დაცხრილვისას, 2011 წლის 3 ივლისს სალეჰი მძიმედ დაიჭრა და სამკურნალოდ მეზობელ ქვეყანაში, საუდის არაბეთში გაემგზავრა, საიდანაც სამშობლოში მხოლოდ სექტემბერში დაბრუნდა. ამჟამად სალეჰი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც რეაბილიტაციის კურსს გადის.
მას შემდეგ, რაც 2011 წლის ნოემბერში სალეჰმა საკუთარი უფლებამოსილებები ვიცე-პრეზიდენტს გადასცა, ქვეყანაში მღელვარება მაინც არ შეწყვეტილა. საპროტესტო აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმის გამო, რომელიც ქვეყნის ყოფილ მეთაურს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. საპროტესტი აქციის მონაწილეები სალეჰის გასამართლებას ითხოვენ.