გერმანიის პარლამენტმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა. ამის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალდამცველებმა მისი სახლი და ოფისი გაჩხრიკეს. ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაქსიმილიან კრაჰს ჩინეთთან კავშირები აქვს და შესაძლოა, კორუფციულ და ჯაშუშურ სკანდალებში იყოს გახვეული.
ამ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად სამართალდამცველებს დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა სჭირდებოდათ.
კრაჰი დანაშაულს უარყოფს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
გასულ წელს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიამ კრაჰს ევროკავშირის არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა მას შემდეგ, რაც მან იტალიურ გაზეთს განუცხადა, რომ ნაცისტური „ესესის“ დანაყოფის ყველა წევრი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ომის დანაშაულებში იყვნენ ჩართულნი, არ იყვნენ დამნაშავეები.